ელისი საოცრებათა ქვეყანაში

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – U

 

წარდგენა:

 

ლუის კეროლის ნაწარმოები “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნია. მისზე შექმნილი ანიმაციური ფილმიც ვოლტ დისნის სტუდიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამის მიზეზი თავად ელისშია, რომლის მსგავსი ბავშვიცა და მის თავს გადამხდარი ისტორია, მწერლობასა თუ კინოში, ჯერ არავის შეუქმნია. “ელისი საოცრებათა ქვეყანაში” გვიყვება ერთი გოგონას წარმოუდგენელ თავგადასავალს. მან ჯადოსნურ ქვეყანაში იმოგზაურა, სადაც ყველაფერი უკუღმად არის და რომლის გაგებაც მხოლოდ ალოგიკური აზრონებით შეიძლება. ამის მიუხედავად, ამ საოცრებათა ქვეყანაში ფასეულობები ზუსტად იგივენაირია რაც ჩვეულებრივ სამყაროში. ამიტომ ალისა ახლადგაჩენილი მეგობრების გამო არ მოერიდება ბოროტ დედოფალთან დაპირისპირებას.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

  • წლების განმავლობაში ფილმსა და ნაწარმოებსაც საქართველოში, რუსული ენის გავლენით, მოიხსენიებდნენ როგორც “ალისას საოეცრებათა ქვეყანაში”. 2013 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დასტამბა კეროლის ქართული თარგმანი, რომელიც გიორგი გოკელიას ეკუთვნის სათაურით “ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში”.
  • ფილმში ყველა პერსონაჟი ლუის კეროლის ნაწარმოების მიხედვით არის შექმნილი, თუმცა არსებობს ერთი გმირი, რომელიც დისნიმ ელისის ისტორიას საკუთარი ინიციატივით დაამატა. ეს არის კარის სახელურის პერსონაჟი.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • როგორ ურთიერთობები აქვთ პერსონაჟები საოცრებათა ქვეყანაში?
  • ელისის თავგადასავალი ცნობისმოყვარეობის გამო დაიწყო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
  • რითია განპირობებული ელისის სითამამე?
  • არის თუ არა სიზმარი საოცრებათა სამყაროში მოგზაურობა. რითი გავს სიზმარი კინოს?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ელისი საოცრებათა ქვეყანაში”

 

“ელისი საოცრებათა ქვეყანაზე” წერისას თქვენ შეგიძლიათ ყურადღება დაუთმოთ როგორც სიუჟეტის მოყოლას, ისე ცალკეული დეტალების თქვენეულ ახსნასა და განმარტებას. ლუის კეროლის ამ ნაწარმოებს გადავყავართ სიზმრების სამყაროში, თუმცა თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ელისის თავგადასავალი მოხდა ცხადისა და სიზმრის ზღვარზე. ამიტომ სასურველია ამ გარემოებების ერთმანეთში აღრევის მნიშვნელობაზე საუბარი. ელისის პერსონაჟზე წერისას აუცილებლად აღნიშნეთ თავისუფლების წინაშე მისი პასუიხსმგებლობის შესახებ, რომელიც მან მიღმიერ, ანუ ყოველგვარ აკრძალვებს მოკლებულ სამაყროში გამოავლინა. მნიშვნელოვანია ასევე იმის განმარტება, თუ რატომ აირჩია მან ბოროტი დედოფლის წინააღმდეგ სიკეთის მხარე და არა იოლი, მაამებლური გზა.

 

რეკომენდაცია:

თუ მოგეწონათ ელისის ჯადოსნური თავგადასავალი, შეგიძლიათ ნახოთ: ოზის ჯადოქარი და უილი ვონკა და შოკოლადის ფაბრიკა. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ლუის კეროლის ნოველის სხვა ეკრანიზაციებიც, მაგალითად – ელისი საოცრებათა ქვეყანაში, ან მის მოტივებზე შექმნილი ფილმები: ელისი სარკის მიღმა და ელისის უკანასკნელი გაქცევა.