საცოლის ცხედარი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – PG

 

წარდგენა:

 

ტიმ ბარტონის ანიმაური ფილმი “საცოლის ცხედრის” სიუჟეტი ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთ პროვინციაში განვითარებულ ამბავს გვიყვება, რომელიც ორ შეყვარებულს ვიქტორსა და ვიქტორიას გადახდათ თავს. ისინი ოჯახის გარიგებით დანიშნული წვილია, რომელსაც ბედის გამართებით, ერთმანეთი დანახვისთანავე უყვარდებათ. თუმცა, ქორწილის რეპეტიციის დროს ვიქტორს ფიცის ტექსტი აერევა, დასამშვიდებლად ის ტყეში გაიქცევა, სადაც უშეცდომოთ გაიმოერებს სათქმელს და ისე გამოვა რომ შემთხვევით გარდაცვლილ პატარძალზე იქორწინებს. ვიქტორი იძულებული გახდება მკვდართა საუფლოში გაემგზავროს, სადაც გაცილებით უკეთესი სამყაროს აღმოაჩენს, ვიდრე ეს ზემოთ წარმოუდგენიათ. ამის მუხედავად, ვიქტორის ვიქტორიასადმი გრძნობები არ ნელდება და ის საცოლესთან დაბრუნებას განიზრახავს.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

მნიშვნელოვანია  ფილმში გამოყენებული თოჯინების დამზადების ტექნიკა, რაც მანამდე არავის გამოუყენებია. თოჯინები უჟანგავი ფოლადისგან დაამზადეს და დაფარეს სპეციალური სილიკონით, რომელიც მათ კანს განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებდა.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • როგორ აფასებთ გარიგებით ქორწინებას და რა მიზეზით მოხდა ეს ფილმში?
  • ემილი ვიქტორს ჯერ ატყვევებს და შემდეგ ათავისუფლებს ფიცისგან. რატომ იქცევა ასე?
  • ფილმში წარმოდგენილია მიცვალებულთა საუფრო, რომელშიც გაცილებით უკეთესი და სახალისო გარემოა, ვიდრე ცოცხალთა სამაყროში. ამით რისი თქმა სურდათ ფილმის შემქმნელებს?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “საცოლის ცხედარი”

 

“საცოლის ცხედარზე” წერისას იმსჯელეთ ანიმაციური კინოსთვის რამდენად უჩვეულო ისტორიის შესახებ გვიყვება ეს ფილმი. მიიჩნევა რომ მოზარდებთან სიკვდილზე საუბარი და მით უმეტეს, მისი ჩვენება შეზღუდული უნდა იყოს. რამდენად ეთანხმებით ტიმ ბარტონს, რომელმაც განგებ აირჩია ეს სამყარო, რათა ადამიანებს უცნაურისა და აკრძალულის მიმართ ამ ასაკიდანვე გაქრობოდათ შიშის გრძნობა. ასევე ყურადღება მიაქციეთ მიცვალებულთა საუფლოს, რატომ არის ის უფრო კარგი, ვიდრე ცოცხალთა სამაყრო?

 

რეკომენდაცია:

 

თუ მოგეწონათ “საცოლის ცხედარში” წარმოდგენილი გარემო, შეგიძიათ ნახოთ: სახლი-მონსტრიკოშმარი შობის წინ და ფრანკენვინი. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ფილმები, სადაც გავრცელებული შეხედულებები და შიშები წარმოდგენილია საპირისპირო პერსპექტივიდან: მხოლოდ საყვარლები გადარჩებიანსასტუმრო ტრანსილვანია და მონსტრების კორპორაცია.