გრავიტაცია
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
ასაკობრივი – 15
წარდგენა:
“გრავიტაცია” სამეცნიერო ფანტასტიკური დრამაა, რომელიც სიცოცხლისთვის ყველაზე სასტიკ გარემოში, ღია კოსმოსში ხომალდის გარეშე დარჩენილი ორი ასტრონავტის ისტორიას გვიყვე. სტოუნი და კოვალსკი “ჰაბლის” ტელესკოპის შეკეთებაზე მუშაობდნენ, რა დროსაც რუსეთის შეცდომით დედამიწის ახლო ორბიტაზე მყოფი თანამგზავრები მწყობრიდან გამოვლენ და შექმნინ კოსმოსური ნაგვის დიდ სიჩქარეზე მოძრავ გროვას. კოსმოსური შტორმი მოუსწრებს ფილმის გმირებსაც, რომლებიც მართლია უვლებლივ გადარჩებიან, მაგრამ მათი ხომალდი დაზიანდება, რის გამოც მთელი ეკიპაჟი დაიღუპება. შეჯახების შემდეგ ირკვევა რომ სტოუნის სკაფანდრს ჰაერის მარაგი ეწურება და არ არის ნათელი, ეყოფა თუ არა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისასვლელად. ორივე კოსმონავტი მიაღწევს სადგურს, თუმცა ეკიპაჟს ის უკვე დატოვებული აქვს და ერთადერთი არსებული შატლიც დააზიანებულია.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
ფილმში არსებული კოსმოსური ნაგვის კასკადი შეიძლება წარმოიშვას ყოველთვის. ეს მეცნიერულად დამტკიცებული მოსაზრებაა და მას კესლერის სინდრომი ეწოდება. “ნასას” მეცნიერმა დონალდ კესლერმა ჯერ კიდევ 1978 წელს აღწერა ის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც შეიძლება დედამიწის მაღალ ორბიტებზე განვითარდეს ისე, როგორც ეს ფილმშია წარმოდგენილი.
თემები დისკუსიისთვის:
- რა როლი ითამაშა კოვალსკიმ სტოუნის გადარჩენაში?
- რა იწვევს სახიფათო სიტუაციებში ადამაინების ერთმანეთის მიმართ თანადგომას?
- რა ხერხებს მიმართავს რეჟისორი, იმისთვის რომ დაძაბულობამ ფილმის ფინალამდე გასტანოს?
- ფილმში რამდენჯერმე იქმნება მდგომარეობა, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუმცა ყოველ ჯერზე სტოუნი ახერხებს მიზანთან მიახლოვებას. როგორ ახერხებს ამას?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე “გრავიტაცია”
“გრავიტაციაზე” რეცენზიის წერისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ ფილმის ფორმასა და მანერას. შეგიძლიათ ისაუბროთ უწყვეტი გადაღების პრინციპით შექმნილ სცენებზე, კამერის მოძრაობაზე, სიუჟეტის განვითარებაზე, სპეცეფექებსა და სხვა დეტელებზე. ასევე დაახასიათეთ სტოუნის გმირი, რამდენად ძლიერი პიროვნებაა ის, რა განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება და როგორ შეძლებს წარმოუდგენლად რთული და გამოუვალი მდგომარეობებიდან გამოსავლის მოძებნას.
რეკომენდაცია:
თუ მოგწონთ დრამები სადაც მოქმედება კოსმოსში ვითარდება, აუცილებლად ნახეთ: მთვარე და სოლარისი, მათ შორის ის ფილმები, სადაც მთავარი გმირები, სტოუნის მსგავსად, გადარჩენისთვის წარმოუდგენელ სიმამაცეს იჩენენ: პრომეთე, უცხო და მარსიანელი.