ჰუგო
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
U-დაშვებულია ყველა ასაკის მაყურებლისთვის/უნივერსალური
წარდგენა
„ჰუგო“ – 2011 წელს, ამერიკელი რეჟისორის მარტინ სკორსეზეს მიერ შექმნილი ისტორიულ- სათავგადასავლო ფილმია, სადაც მოქმედება 30-იანი წლების პარიზში ვითარდება. მთავარი გმირს, მშობლების გარეშე დაჩენილ12 წლისჰუგო კარპეტს (ასა ბატერფილი) მამისგან ინოვაციური მექანიზმირჩება, რომლის ასამოქმედებლადაც ის გასაღებს ეძებს. მთავარი გმირი უამრავ სირთულეს და უსამართლობას მარტო უმკლავდება, სანამ მის ცხოვრებაში იზაბელი (ქლოა გრეის-მორეტი) გამოჩნდება. ბავშვების „უწყინარი“ თავგადასავალი ძველ საიდუმლოს ახდის ფარდას. მექანიზმის გასაღების ძიებისას ისინი ფრანგი კინო რეჟისორის-ჟორჟ მელიესის ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდებიან.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ
- ფილმის შექმნის ინსპირაცია ბრაიან სელზნიკის მიერ 2011 წელს დაწერილი წიგნი „ჰუგო კარპეტი“ გახდა.
- ჟორჟ მელიესი ფრანგი კინო რეჟისორი იყო, რომელმაც მსოფლიოში პირველმა შექმნა ფანტასტიკის ელემენტების შემცველი ფილმი „ადამიანი მთვარეზე“.
- მართალია, ფილმში მოქმედება პარიზშ ვითარდება, მაგრამ ლოკაციების ¼ ლონდონშია გადაღებული.
თემები დისკუსიისთვის
- ჰუგო მატარებლის სადგურზე ცხოვრობს, მას ხშირად უწევს ტყუილის თქმა, სხვადასხვა მექანიზმის-ხელსაწყოს დეტალის მოპარვა, თქვენი აზრით, მას რომ საკუთარი სახლი ჰქონოდა, მისი პიროვნული თვისებები შეიცვლებოდა?
- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას“ ? რატომ ?
- იზაბელის დახმარების გარეშე, შეძლებდა თუ არა ჰუგო ინოვაციური მექანიზმის ამუშავებას?
- როგო შეიცვალა ჰუგო მამა ჟორჟთან (ჟორჟ მელიესთან ) შეხვედრის შემდეგ? და რატომ არ სურდა მამა ჟორჟს, ბავშებს მისი წარსულის შესახებ სიმართლე გაეგოთ?
- შეგვიძლია თუ არა ფილმს ვუწოდოთ- „კინო კინოზე“ ? გვაძლევს თუ არა კინოს ისტორიის შესახებ მნიშნელოვან ინფორმაციას?
- ფილმის რეჟისორი , რომ ყოფილიყავით , შეცვლიდით თუ არა ფილმის ფინალს და როგორ?
დაწერე რეცენზია ფილმზე-ჰუგო
ფილმის რეზენციის დაწერამდე, გაეცანით კინოს ისტორიის საწყისებს. ( ძმები ლუმიერების „მატარებლის შემოსვლა პარიზში“ , ჟორჟ მელიესის „მოგზაურობა მთვარეზე“ ) ეს ყოველივე ფილმის არსის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. წერის პროცესში აქცნტი გააკეთეთ ეპოქალურ კონტექსტებზე- სად და როდის ხდება მოქმედება, რატომ ირჩევს ფილმის რეჟისორი მოქმედების მთავარ ადგილად მატარებლის სადგურს, როგორია მთავარი გმირი, რამდენად მისაღებია თქვენთვის მისი ცხოვრების წესი. შეეცადეთ, გადმოსცეთ რისი თქმა სურდა ამ ფილმით მარტინ სკორსეზეს.გაიხსენეთ, დისკუსიისას რა პასუხები გაეცით, მოდერატორის მიერ დასმულ კითხვებს.
რეკომენდაცია
თუ თქვენ გაინტერესებთ სათავგადასავლო-ისტორიული ფილმები, სადაც მთავარი გმირი მცირეწლოვანი ბიჭია და მარტო უმკლავდება წინაღობებს მაშინ, გირჩევთ ნახოთ : „ოლივერ ტვისტი“ . ამას გარდა, ფილმის თემატიკიდან გამომდინარე გირჩევთ ნახოთ ჟორჟ მელიესის ფეერიული ფილმები „მოგზაურობა მთვარეზე“;„ასტრონავტის ოცნება“ .