ტრამვაი სახელად სურვილი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – 12

 

წარდგენა:

 

ელია კაზანის ფილმი “ტრამვაი სახელად სურვილი” წარმოადგენს ამერიკელი დრამატურგისა და მწერლის ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების პიესის ეკრანიზაციას. კაზანმა რამდენიმე წლით ადრე ის ბროდვეის სცენაზე დადგა და იგივე სამსახიობო შემადგენლობით (გარდა ვივიენ ლისა, რომელიც გუნდს მოგვიანებით შეუერთდა) მისი ეკრანიზაცია გადაწყვიტა. ფილმი სამი პერსონაჟის რთულ უერთიერთობებს გვანახებს, რომლებსაც გარდა ნათესაური კავშირებისა, ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებთ. სტენლისა და სტელასთან სხვა ქალიქიდან ჩამოდის სტელას და – ბლანში, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. თანდათანობით ბლანშს სტენლისთან უფუჭდება ურთიერთობები, რადგან კოვალსკი იგებს სხვადასხვა ცნობას მისი წარსულის შესახებ. ბლანში ცდილობდა ყველაფრის ახლიდან დაწყებას, მაგრამ ირკვევა რომ ის განწირულია მარტოობისა და უბედური ცხოვრებისთვის.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

გავრცელებული ხმების მიზედვით, ვივიენ ლის ფილმის გადაღების პროცესში, განსახიერებული პერსონაჟის, ბლანშის მსგავსად, ნერვული აშლილობა დაემართა. კინოს ისტორიაში ეს მეორედ მოხდა, პირველი შემთხვევა მარია ფალკონეტის უკავშირდება და ფილმს, სადაც მან ჟანა დ’არკის როლი შეასრულა – ჟანა დ’არკის ვნება.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • რატომ ჩაერია სტენლი კოვალსკი ბლანშის მომავლის განსაზღვრაში?
  • ბლანში დასთან მას მერე გამოიქცა რაც მასთან დაკავშირებული სკანდალი ყველასთვის ცნობილი გახდა. ბლანშს თავის ქალაქში ზურგი თავისუფალი სექსუალური ცხოვრების გამო აქციეს. რა მოტივაცია ამოძრავებდა კოვალსკის: ქალის კონტროლის სურვილი, მისი შიში თუ?..
  • რისი თქვა შეიძლება იმ პერიოდის ამერიკულ საზოგადოებასა და მის ნორმებზე, რომელიც ფილმში პირდაპირ არ ჩანს?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ტრამვაი სახელად სურვილი”

 

რეცენზიის წერისას შეუძლებელია მთავარი აქცენტი არ გაკეთდეს სამსახიობო შემადგენლობასა და მათ ოსტატობაზე. როგორც მოგეხსენებათ “სურვილი” ჯერ ბროდვეიზე იყო დადგმული, რამაც მსახიობების განსაკუთრებული უნარების წამროჩნებას შეუწყო ხელი. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ფილმში წამოჭრილ ქალთა უფლებების პრობლემატიკას. იმსჯელეთ ბლანშის ცოხვრებაზე, რამდენად ამორალურად მიაგჩიათ მისი წარსული და რამდენად ეთანხმებით აზრს, რომ ქალის ცხოვრებაში ნომრები კაცმა უნდა დაამკვიდროს.

 

რეკომენდაცია:

 

თუ გაინტერესებთ ფილმები რომლებიც ტენესი უილიამსის პიესების მიხედვით არიან გადაღებულნი, შეგიძლიათ ნახოთ: კატა თუნუქის ცხელ სახურავზეთოჯინავარდის ტატუ და ა.შ.