სალი
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
ასაკობრივი – 12A
წარდგენა:
კლინტ ისტვუდის ფილმი “სალი” 2009 წელს მომხდარ ერთი უცნაური შემთხვევის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მდინარე ჰუდსონზე მოხდა. საქმე ეხება ერთ-ერთ თვითმფრინავს, რომელიც აფრენიდან უმოკლეს დროში იძულებული გახდა ავარიული დაშვება მდინარეზე განეხორციელებინა. პილოტ ჩესლი სელენბერგის, მეტსახელად “სალის” წყალობით საჰაერონავტიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სარისკო მანევრის შედეგად ბორტზე მყოფი არც ერთი ადამიანი არ დაზიანებულა. თუმცა, სალისთვის რეალური განსაცდელი სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო. მის რეპუტაცია და კარიერა საგამოძიებო კომისიამ კითხვის ქვეშ დააყენა.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :
ფილმზე მზადებისა და მისი გადაღების პროცესში მონაწილეობდა თავად ჩესლი სელენგერცი, რომელმაც სცენარში შესწორებები შეიტანა, იმისთვის რომ ფილმი მეტად დამაჯერებელი ყოფილიყო.
თემები დისკუსიისთვის:
- როგორ იქცევა სტრესულ სიტუაციაში ადამიანი რომელსაც პასუხისმგებლობა მრავალ სიცოცხლეზე აქვს აღებული?
- მაყურბელი სალის მხარესაა, რის გამოც საგამოძიებო კომისიის საქმიანობას დადებითად არ უყურებს. საბოლოოდ ირკვევა სიმართლე, რისთვისაც აუცილებელი იყო პროცედურების დაცვა და ფაქტების გადამოწმება. რაზე მეტყველებს ეს?
- რატომ გადაწყვიტა კლინტ ისტვუდმა ამ ისტორიაზე საკუთარი და მაყურებლის ყურადღების გაჩერება?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე “სალი”
“სალი” გვიყვება ადამიანის წარმოუდგენელი გმირობისა და სიმამაცის შესახებ. წერისას თქვენ შეგიძლიას გამოკვეთოთ ის გარემოება, რომელმაც ეს ისტორია განსაკუთრებული გახადა. ასევე მნიშვნელოვანია იმაზე მსჯელობა თუ როგორ ხდება ადამიანის გმირობისა და დამსახურების აღიარება, საკმარისია თუ არა სახალხო პატივისცემა, თუ საჭიროა მისი ოფიციალურად დაფიქსირება. ფილმი ეხება იმ რთულ დილემას, რომლის წინაშეც ესა თუ ის პირვონება ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს. თქვენ შეგიძია ისაუბროთ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კეთილი საქმე შემოწმებისა და კრიტიკის ობიექტი ხდება.
რეკომენდაცია:
თუ დაგაინტერესათ სალის უჩვეულო ისტორიამ, შეგიძლიათ ნახოთ ფილმები, სადაც მთავარი გმირები ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან: რეისი, ამერიკელი სნაიპერი და სიმამაცე ცეცხლში. თუ მოგეწონათ ფილმის თემატიკა, შეგიძლიათ ნახოთ: გადაჭედილი ცა და ავარიული დაშვება.