მზეთუნახავი და ურჩხული

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – U

 

წარდგენა:

 

“მზეთუნახავი და ურჩხული” გვიყვება სიყვარულის ისტორიას, რომელიც მოჯადოებულ პრინცსა და ლამაზმან ქალს შორის ვითარდება. ყველაფერი კი ურჩხულის დაუპატიჟებელი სტუმრის გამოჩენით იწყება. მორისი შემთხვევით მოხვდება მოჯადოებულ სახლში, სადაც ნივთები ცოცხალი ადამიანებივით იქცევიან. ურჩხული აპატიმრებს მას, თუმცა მორისს ყავს შვილი – ბელი, რომელიც მამამისის საძებნელად მოემართება. ბელი იპოვნის მამამის და დადებს პირობას, რომლის თანახმადაც მამამისის თავისუფლების სანაცვლოდ ის სასახლეში საცხოვრებლად დარჩება. მორისი სოფელში ბრუნდება, სადაც ამ ამბის ყველას უყვება და ცდილობს ხალხის მის სიმართლეში დარწმუნებას, თუმცა უშედეგოდ. ამის პარალელურად, ურჩხულსა და ბელის შორის სიყვარულის გრძნობა ჩნდება, თუმცა გოგოს გაუაზრებელი ქმედების გამო ურჩხულის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. სწორედ ამის შემდეგ ირკვევა, რომ თურმე ის მოჯადოებული პრინცი იყო, ისევე როგორც მისი სასახლე და იქ მყოფი ყველა ნივთი.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

თავდაპირველად, “მზეთუნახავი და ურჩხული” არ იყო ჩაფიქრებული როგორც მუსიკალური ანიმაციური ფილმი, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფილმის მთლიანი ქრონომეტრაჟის 25 წუთი მიაქვს სასიმღერო სცენებს. “მზეთუნახავსა და ურჩხულში” არსებობს მხოლოდ 5  წუთიანი ადგილი, სადაც არ ისმის არანაირი მელოდია.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • როგორ აფასებთ ბელის სიმამაცესა და მამამისის საქციელს, რომელმაც შვილი, თავისუფლების სანაცვლოდ, ურჩხულს დაუტოვა?
  • რამდენად მიზანშეწონილია ადამიანზე მისი გარეგნობით მსჯელობა?
  • რამდენად სწორია სამართლიანობის აღდგენა ისე როგორც ამას სოფლის მოსახლეობა აკეთებს?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “მზეთუნახავი და ურჩხული”

 

“მზეთუნახავი და ურჩხული” ისეთ მნშვნელოვან თემებს ეხება, როგორიც არის: გარეგნული სილამაზე და მასტან დაკავსირებული სტერეოტიპები. ფილმში წარმოადგენილია ასევე ბრბო, რომელსაც არ შეუძლია აზროვნება და დეტალების შემჩნევა. თქვენ უნდა შეეცადოთ იმ განსხვავებული უნარების აღმოჩენას, რაც აქვს მხეთუნახავს და არ აქვთ სხვებს.

 

რეკომენდაცია:

2017 წელს ეკრანებზე გამოვიდა “მზეთუნახავი და ურჩხულის” მხატვრული ვერსია – მზეთუნახავი და ურჩხული. ასევე შეგიძლია ნახოთ სხვა ფილმები, რომლებსაც საფუძვლად ცნობილი ზღაპრები უდევთ: მძინარე მზეთუნახავიფიფქია და შვიდი ჯუჯა და კონკია.