ხელმაკრატელა ედვარდი
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
12 – დაშვებულია 12 წლიდან
წარდგენა
ამერიკელი რეჟისორის ტიმ ბარტონის“ხელმაკრატელა ედვარდი” მისი შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია, მთავარ როლს რეჟისორის ამოჩემებული მსახიობი ჯონი დეპი ასრულებს.მოქმედება პატარა ქალაქში ვითარდება, სადაც მეცნიერის დაუსრულებელი ექსპერიმენტი-ედვარდი, ზრდასრულ ასაკამდე სრულ იზოლაციაში ცხოვრობს, მეცნიერი იღუპება და მისი ხელების სისრულეში მოყვანას ვერ ასწრებს, მას დიასახლისი პეგი (დაიან ვესტი) აღმოაჩენსდა არასტანდარტული ვიზუალის ახალგაზრდა თავის ოჯახში მიჰყავს. ედვარდი ცდილობს შეეგუოს უცხო ოჯახს, მეზობლებს, საზოგადოებას, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შემდეგ მოვლენები საპირისპიროდ ვითარდება.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ
- ედვარდის როლზე მოიაზრებოდნენ ტომ კრუსი, გარი ოლდმანი, ტომ ჰენქსი.
- ჯონი დეპის პერსონაჟი ფილმში, თითქმის არ საუბრობს, ჯამში169 სიტყვას ამბობს.
- “ხელმაკრატელა ედვარდი” ტიმ ბარტონმა ჯერ კიდევ თინეიჯერობაში დახატა.
თემები დისკუსიისთვის
- აღსანიშნავია, რომ სამეზობლოს აღწერისას რეჟისორის ინსპირაცია მისი მშობლიური ქალაქის ბურბანკის (კალიფორნია) მაცხოვრებლები გახდნენ. რამდენად ირონიულია ავტორი 90-იანების ამერიკის საზოგადოების მიმართ, რისი ხასგასმა სურს მას დევიდისა და მეზობლების ურთიერთობით?
- არის თუ არა ეს ფილმი – სატირა, იმ ადამიანების მიმართ ვინც შიშს ავლენს უცხო ადმიანის მიმართ?
- ედვარდი ვიზუალთან ერთად, მენტალურადაც განსხვავდება დანარჩენი ადამიანებისგან. ის ახალშობილი ბავშივითაა, რომელიც პირველად გადის ყველა იმ გრძნობას, რაც მის ასაკში სტანდარტულ ახალგაზრდას უკვე გავლილი აქვს:სიყვარული, მეგობრობა, შიში, იმედგაცრუება… რა ფორმებით ასახავს რეჟისორი მთავარი გმირის გრძნობებს და მის ტრაგიზმს?
- რატომ ბრუნდება ის ქალაქიდან, უკან- სასახლეში? რატომ ვერ შედგა მისი და კიმის (უაინონა რაიდერი) სასიყვარულო ურთიერთობა?
დაწერე რეცენზია ფილმზე-ხელმაკრატელა ედვარდი
რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ არა მხოლოდ ფილმის სიუჟეტურ ხაზზე, არამედ გამომსახველობით ხერხებზე, ფერებზე, სტილზე, რომელსაც ტიმ ბარტონი ქმნის. ფილმის ვიზუალი, თითქოს ერთი, გრძელი სუბიექტური კამერითაა(როცა კამერა, პერსონაჟის თვალთან იგივდება) შექმნილი,სადაც ყველა მოვლენა თუ პერსონაჟი, ედვარდის თვალითაა დანახული. აქცენტი გააკეთეთ, მთავარი გმირის გარეგნულ მხარესა და მის პიროვნულ მახასიათებლებზე. ეცადეთ გადმოსცეთ, რა გზებით გვაცნობს რეჟისორი საზოგადოების ყოფას, სიუჟეტის განვითარებისას რა, კონკრეტულ დეტალებში ვლინდება უცხოს მიმართ შიში და რატომ ვერ იღებს სამეზობლო მათგან რადიკალურად განსხვავებულ ბინადარს. წინა პლანზე წამოწიეთ, ედვარდისა და ოჯახის წევრთა ურთიერთდამოკიდებულება.
რეკომენდაცია
თუ გაინტერესებთ ფილმები, სადაც პიროვნებას მისი განსხვავებულობის გამო საზოგადოება უარყოფს და უპირისპირდება, ასეთებია: “ადამიანი სპილო”“მერი შეილის ფრანკენშტეინი”თუ მოგწონთ რეჟისორ ტიმ ბარტონის სტილი გირჩევთ იხილოთ მისი სხვა ფილმებიც “მთვლემარე ხეობა” “შავი ჩრდილები”“საცოლის ცხედარი”