ენი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – PG

 

წარდგენა:

 

ენი ათი წლის ობოლი გოგოა, რომელიც ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს. მისი ოცნებაა გაიგოს მშობლების ვინაობა, რისთვისაც ის საკუთარ გამოძიებას აწარმოებს. ერთ-ერთი ასეთი უშედეგო მცდელობიდან სახლში მიმავალს ორი ბიჭი შეხვდება, რომელშიც ქუჩის ძაღლს აწვალებენ. მისი გადარჩენის მცდელობის დროს ენი შესაძლოა ავარიაში მოყოლოდა, რომ არა იქვე მყოფი უილ სტარკი – მიზნესმენი და მერობის კანდიდატი. სტარკს ამომრჩეველში ძალიან დაბალი რეიტინგი ქონდა, თუმცა გოგონას გადარჩენის ვიდეოს წყალობით, რომელიც გამვლელმა გადაიღო და ინტერნეტში გაავრცელა, მისმა პოპულარობამ საგრძნობლად იმატა. სტარკის სააერჩევნო გუნდის თანამშორმელბის მიერ გამოითქის მოსაზრება, რომ გოგონა უილს გამარჯვებაში დაეხმარება. ისინი მოძებნიან ემის, თუმცა ყველაფერი ისე არ წავა, როგორც მათ ქონდათ ჩაფიქრებული.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

“ენი” პრემიერა ბროდვეის სცენაზე 1977 წელს მეწყო. 1982 წელს კი მოხდა მისი პრიველი ეკრანიზაცია, რასაც რამდენიმე სხვა ვარიანტიც მოყვა. ეს ფილმი რიგით მეოთხე ეკრანიზაციაა.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • რატომ ცდილობს სტარკი ენის ძაღლის გადარჩენას?
  • გაჩნდებოდა თუ არა ენისა და უილს შორის ურთიერთობა, იმ შემთხვევაში თუკი რომელიმეს კანის ფერი განხვავებული იქნებოდა და რატომ?
  • რატომ არის რომ ფილმებსა თუ მოთხრობებში მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიოონებს ყოველთვის ბოროტი ადამაინები ხელმძღვანელობენ?
  • რა პრობლემებია ფილმში წამოჭრილი და რა გამოსავალს გვთავაზობს ის?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ენი”

 

“ენი” კომედური ჟანრის მუსიკალური ფილმია, რომელიც ამავდროულად საკმაოდ მძიმე თემებს ეხება და ცდილობს ჩვენს დააფიქრებს. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ მზურნველობა მოკლებულ ბავშვებზე, მათ ყოველდღიურ პრობლემებსა და საჭიროებებზე. ენის პერსონაჟზე წერისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ხასიათსა და ბუნებას – ის საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა. ამიტომ, შეეცადეთ ამ გარემოების ახსნას ქუჩაში ძაღლის გადარჩენის ეპიზოდის მაგალითზე.  ასევე საიტერესოა ენისა და სტარკის ურთიერთობაზე დაკვირება, რა აქვს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა თავშესაფარში მცხოვრებ გოგოს ისეთი, რაც არ შეიძლება ქონდეს ძალიან მდიდარ ადამიანს და პირიქით.

 

რეკომენდაცია:

 

თუ მოგეწონათ ენის ისტორია, შეგიძლიათ ნახოთ: ველური სამხრეთის მხეცები და ქალაქელი გოგონები. აქვე შეგიძლიათ ნახოთ ფილმები სადაც მთავარი გმირები ასევე მზრუნველობა მოკლებული ბავშვები არიან: ოლივერი!მუსიკის ჰანგები და ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა.