პროფესია რეპორტიორი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

12-რეკომენდირებულია 12 წლიდან

წარდგენა

იტალიელი რეჟისორის მიქელანჯელო ანტონიონის “პროფესია რეპორტიორი”  მისი შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია. ფილმი, საჰარაში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩასული, ინგლისელი ჟურნალისტი დევიდ ლოკის (ჯეკ ნიკოლსონი)  უცნაურ ისტორიას ასახავს. საკუთარი თავით და ყოფით  უკმაყოფილო მთავარი გმირი, ცხოვრების ახლიდან დაწყებას გადაწყვეტს. ის  გარდაცვლილ დევიდ რობერტსონად  გარდაისახება, პასპორტებში  სურათებს ცვლის,  მაგრამ მოსალოდნელ შედეგებზე არ ფიქრობს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმი ამერიკული კინოს, მეგასტუდიის “მეტრო გოლდენ მაიერის” (MGM) ფინანსური მხარდაჭერით შექიმნა. იტალიელი რეჟისორი, პროდიუსერებთან მუდმივ კონფლიქტში იყო, ის საკუთარი სახელის ტიტრებიდან ამოშლასაც კი ფიქრობდა.

თემები დისკუსიისთვის

  • როგორია ფილმის დასაწყისში მთავარი გმირი და როდის ხდება მასში ძირეული გადატეხა?
  • დევიდ ლოკი, გარდაცვლილი ადამიანის სახელსა და გვარს ირქმევს, საკუთარ თავს კი- მკვდრად ასაღებს. იცვლება თუ არა მისი ცხოვრება ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ? და კარგავს თუ არა გმირი  თავის ნამდვილ სახეს?
  • რა როლს ასრულებს შემთხვევით გაცნობილი გოგონა მის ცხოვრებაში?
  • როგორია ფილმის ფინალის თქვენეული ახსნა, რისი თქმა სურდა რეჟისორს ამ ფილმით?

დაწერე რეცენზია ფილმზე-პროფესია რეპორტიორი

რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ შემდეგ საკითხებზე: როგორი ადამიანია დევიდ ლოკი, რატომ სურს მას საკუთარი თავიდან და ცხოვრებიდან გაქცევა. პასპორტის სურათების გაცვლით, როგორ იცვლება მისი ცხოვრება და მისი პიროვნება. რამდენად რთულია თავი სხვა ადამიანად მოაჩვენო საზოგადოებას?  რა არის ის ძირითადი მიზეზ(ებ) ი, რის გამოც ადმიანები საკუთარ იდენტობას თმობენ. წერის პროცესში გაითვალისწინეთ დისკუსიისას გამოვლენილი პასუხები.

რეკომენდაცია

თუ გაინტერესბთ ფილმები, რომლებიც პიროვნების გაორებული იდენტობის თემაა წინა პლანზე გირჩევთ ნახოთ:  “ტოპაზი”“თავბრუსხვევა”“კაცი, რომელმაც ბევრი იცოდა”“ღამის სვლები” ასევე, გირჩევთ გაეცნოთ  მიქელანჯელო ანტონიონის შემდეგ ფილმებს : “ფოტოგადიდება” “წითელი უდაბნო”.