ოქროს ციებ-ცხელება
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
U-დაშვებულია ყველა ასაკის მაყურებლისთვის/უნივერსალური
წარდგენა
“ოქროს ციებ-ცხელება” (1925 წ.) ჩარლი ჩაპლინის რიგით მესამე ფილმია. ის თავადვეა სცენარის ავტორი, რეჟისორი, მსახიობი. მის მიერ შექმნილი მაწანწალას პერსონაჟის ისტორია ამჯერად ალიასკაში გრძელდება,სადაც ის სხვა “ოქროს მაძებლებს” იცნობს, მშვენიერი ჯორჯია (ჯორჯია ჰეილი) უყვარდება და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამერიკის ყინულოვანი ნაწილიდან გამდიდრებული ბრუნდება.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ
- “ოქროს ციებ-ცხელება” ცხელება რეალური ისტორიული მოვლენის გამოძახილია, რომელიც კალიფორნიაში 1848 წელს დაიწყო.
- 1942 წელს ჩაპლინმა ხელახლა დაამონტაჟა ფილმი -დაამატა კადრსმიღმა ტექსტი და მუსიკალური ნაწილი.
- ფილმის იმ ეპიზოდში, სადაც მაწანწალა საკუთარი ფეხსაცლმით “ვახშმობს”, ის ნამდვილად ნამდვილად ჭამს, ფეხსაცლმის ნაწილს, მცირე დოზით.
თემები დისკუსიისთვის
- ეცადეთ დაახასიათოთ, როგორი პერსონაა დიდი ჯიმი? შეძლებდა თუ არა ის მაწანწალას გარეშე გამდიდრებასდა რატომ არ მიატოვა გამდიდრების შემდეგ მან ჩაპლინის პერსონაჟი?
- მაწანწალას პერსონაჟი, რომ არ გამდიდრებულიყო, როგორ დამთავრდებოდა მისი და ჯორჯიას სიყვარულის ისტორია?
- “ოქროს ციებ-ცხელება” უხმო კინოს კლასიკაა. დღესაც გვეღიმება ჩაპლინის ფილმების ყურებისას და მისი კინოსამყარო აქტუალობას არ კარგავს, თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?
დაწერე რეცენზია ფილმზე-ოქროს ციებ-ცხელება
ეცადეთ წერისას აქცენტი გააკეთოთ ჩაპლინის, როგორც რეჟისორის პოზიციაზე-რამდენად ირონიულია ის საკუთარი თავის, სხვა პერსონაჟების და ზოგადად ამ მოვლენის მიმართ. აღნიშნეთ, მისი როგორც მსახიობის მახასიათებელი შტრიხები, რა ფორმ(ებ)ით ქმნის ის პერსონაჟს. წერისას, მინიმუმამდე დაიყვანეთ ფილმის სიუჟეტი და აქცენტი ვიზუალურ ნაწილსა და თემების , პერსონაჟების ანალიზზე გააკეთოთ.
რეკომენდაცია
თუ თქვენ გაინტერესებთ ფილმები, სადაც ადამიანი ბუნების მკაცრ პირობებშიწინააღმდეგობების გამკლავებას მარტო ცდილობს, ასეთია ა.ინიარიტუს “გადარჩენილი”, ამას გარდა, გირჩევთ ნახოთ ჩარლი ჩაპლინის სხვა ფილმები: “ცირკი” ;“დიდი ქალაქის ჩირაღდნები”;“ახალი დროება”