სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
15-რეკომენდირებულია 15 წლიდან
წარდგენა
ამერიკელი რეჟისორის ვეს ანდერსონის “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” არაორდინალური ვიზუალის, ორიგინალური სცენარის და გამორჩეული სამსახიობო შესრულების ეფექტური თანხვედრაა. ფილმში ასახულია, ზუბროვკას სახელმწიფოში არსებული სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის ისტორია,რომლის კონსიერჟი (უფროსი მსახური)მისტერ გუსტავი (რალფ ფაინსი) სასტუმროს კლიენტების მიმართ განსაკუთრებული თავაზიანობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, გრანდ ბუდაპეშტის ერთ-ერთი სტუმარი მადამ დ. (ტილდა სვინტონი) მას აღორძნების ხანის უძვირფასეს ნახატს უსახსოვრებს, გარდაცვლილი ქალბატონის შვილები კონსიერჟს დედის მკვლელობაში დაადანაშაულებენ და ის სასტუმროს ლობიდან საკანში ინაცვლებს. გრანდ ბუდაპეშტი, მსოფლიო ომამდე არსებული ევროპული ქვეყნების მინი მაკეტია.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ
- ფილმში მოქმედება მიმდინარეობს 1932, 1968, 1985 და 2014 წელს.
- სასტუმროს გარე კადრებისათვის რეჟისორმა 9 ფუტის სიმაღლის მინიატურული სასტუმროს ხელნაკეთი მაკეტი შექმნა.
თემები დისკუსიისთვის
- რეჟისორი განგებ ქმნის კომიკურ, გროტესკტულ პერსონაჟებს, მათი დიალოგებიც იუმორით გაჯერებულია, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირია.როგორია რეჟისორის დამოკიდებულება საკუთარი პერსონაჟების მიმართდა რისი თმა სურს მას?
- ძირითადი მოქმედება პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის,კერძოდ 30-იან წლებში ვითარდება, ვხვდებით თუ არა ფილმში ეპოქის და კონკრეტული პიროვნებების ტრაგიზმს?
- რატომ ირჩევს ფილმის ავტორი რეალურ პრობლემებზე და მოსალოდნელ საფრთხეზე სასაუბროდ ასეთ სიმბოლურ-ალეგორიულ ფორმას, სიუჟეტის და ვიზუალის დონეზე?
- რისი სიმბოლო შეიძლება იყოს სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი ?
დაწერე რეცენზია ფილმზე-სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი
რეცენზიის წერისას აქცენტი არა მხოლოდ ფილმის სიუჟეტზე არამედ მის ვიზუალურ მხარეზეც გააკეთეთ. ეცადეთ ნახოთ რეჟისორის სხვა, რეკომენდირებული ფილმები და პასუხი გასცეთ შემდეგ კითხვებს: რა განასახვავებს ვეს ანდერსონის კინოს სხვა ფილმებისგან? (აქცენტი გააკეთეთ ფერებზე) რა გამომსახველობითი ხერხებით ქმნის ავტორი გამორჩეულ ვიზუალურ სტილს? როგორია მისი თოთოეული პერსონაჟი, რა მსგავსებაადა/ან რა განმასხვავებელი ნიშნებია მათ შორის. ფილმში მოქმედება განსხვავებულ დროსა და ერთ სივრცეში მიმდინარეობს, აქცენტი გააკეთეთ თუ როგორ აღწევს რეჟისორი ამბის თხრობისას ერთიანობის ეფექტს.
რეკომენდაცია
ფილმები სადაც, ძირითადი მოქმედება ჩაკეტილ სივრცეში ხდება და/ან ვიზუალურ მხარეზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ასეთებია “ნათება”“სუბმარინი.”თუ მოგწონთ რეჟისორ ვეს ანდერსონის არაორდინალური სტილი გირჩევთ ნახოთ , მისი სხვა ფილმებიც“სასტუმრო შევალიე”“ამომავალი მთვარის სამეფო” “ტენენბაუმების ოჯახი”