ჩიტები

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

15-რეკომენდირებულია 15 წლიდან.

წარდგენა

ალფრედ ჰიჩკოკის “ჩიტები” (1963 წ.) მისი შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია. მთავარი გმირი მელანი დენიელსი (ტიპი დეჰრენი) სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ზოომაღაზიაში რესპექტაბელურ ადვოკატსგაიცნობს, მისთვის თუთიყუშის ჩუქებას გადაწვეტს და მასკალიფორნიაში ჩააკითხავს. მისი გამოჩენისთანავე მშვიდი ქალაქის ყოველდღიურობა ირღვევა: თოლიები ზღვის სანაპიროს ტოვებენ და ქალაქისკენ ინაცვლებენ, სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს, არ ინდობენ არც ბავშვებს.  მთავარი გმირის უწყინარი “ტყუილი” მთელი ქალაქისთვის სასჯელად იქცევა.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ტიპი ჰედრენის როლზე ალფრედ ჰიჩკოკი ოდრი ჰეპბერნს მოიაზრებდა, ხოლო მამაკაცის მთავარ როლზე- კერი გრანტს.
  • რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, სადაც მკაცრი წესების დარღვევისათვის მოსწავლეებს ბნელ ოთახში კეტავდნენ. ბავშობის დროინდელი შიშები რეჟისორმა ფილმებში ასახა და შექმნა მხატვრული ხერხი- სასპენსი-ეს არის დაძაბული მოლოდინი, რომელიც განვითარებულია დროში. “ჩიტები” ერთ-ერთ იმ ფილმთაგანია სადაც სასპენსი მთელი თავისი სიმძაფრითაა გადმოცემული.

 

თემები დისკუსიისთვის

  • ჰიჩკოკის ფილმები ყოველთვის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზეა აგებული. თქვენი აზრით, რომელიმე პერსონაჟის გამო ისჯებიან სხვა ადამიანები თუ ჩიტების თავდასხვმა, სტიქიურად ხდება? 
  • რატომ ირჩევს რეჟისორი “სასჯელის” ამ ფორმას-ჩიტებს და არა სხვა არსებებს?
  • როგორ ახსნიდით ფილმის ფინალს? მთავარი გმირები მანქანაში სხდებიან და ქალაქს ტოვებენ გარშემო კი ყველგან ჩიტები არიან….
  • რა გამომსახველობითი ხერხებით აღძრავს ფილმის ავტორი მაყურებელში შიშს?
  • რისი თქმა სურს ამ ფილმით ავტორს?

დაწერე რეცენზია ფილმზე-ჩიტები

ხშირას ამ ფილმს თრილერის და საშინელებათა ჟანრის წინამორბედადაც მიიჩნევენ. შეეცადეთ გადმოსცეთ, თუ რატომ დაინტერესდა რეჟისორი ამ თემით, რისი სიმბოლო შეიძება იყოს ჩიტები და რა ალეგორიის მატარებელია ფილმში. როგორია მისი დამოკიდებულება საკუთარი პერსონაჟების მიმართ და  რა მექანიზმებით მართავს ის  აუდიტორიას.

რეკომენდაცია

თუ გაინტერესებთ ფილმები სადაც ადამიანები ცხოველთა სამყაროს  “უმიზეზო” თავდასხმის ობიექტები ხდებიან გირჩევთ ნახოთ  სტივენ სპილბერგის “ყბები”. ამას გარდა გირჩევთ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმებს “თოკი” და ”ჩრდილოეთიდან  ჩრდილო-დასავლეთით”