შურისმაძიებლები

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – 12

 

წარდგენა:

 

“შურისმაძიებლები” ამავე სახელწოდების კომიქსების სერიაზე დაფუძნებულია ფილმია, რომელიც თავს უყრის ისეთ ცნობილ სუპერგმირებს, როგორებიც არიან: კაპიტანი ამერიკა, თორი, ჰალკი, რკინის კაცი და სხვები. თუკი მანამდე ყველა ამ გმირის ისტორიას ცალ-ცალკე ვეცნობიდით, “შურისმაძიებლებში” ხდება მათი გაერთიანება ერთი დიდი ისტორიის გარშემო, იმ ტრაგედიის საწინაარმდეგოდ, რომელიც დედამიწას განადგურებას უქადდა. ფილმში ერთ-ერთი გმირის, თორის ძმა გალაქტიკურ არმიას კრებს და ჩვენს პლანეტას სპეციალური პორტალის საშუალებით უკავშირდება. დედამიწაზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ უკვე არსებობდა გარკვეული ცნობები, რის საფუძველზეც უსაფრთხოების სააგენტომ შექმნა წინააღმდეგობის გაწევის გეგმა, რაც ყველა სუპერგმირის გაერთიანებას გულისხმობს.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

 

შურისმაძიებლებმა კინოს ისტორიაში რამდენიმე რეკორდი მოხსნა, მათ შორის, შემოსავლებთან დაკავშირებით. მისმა მოგებამ ნახევარმილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის საფუძველზეც ის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ხუთეულში მოხვდა.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • რატომ საუბრობენ გალაქტიკაში ინგლისურ ენაზე?
  • სამყაროს ხსნა ატომური იარაღის მეშვეობით მოხდება. რა გზავნილს ატარებს “შურისმაძიებლები”?
  • რამდენად მნშვნელოვანია ბოროტების წინააღმდეგ არა ცალ-ცალკე არამედ თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლა?
  • ფილმის მსვლელობისას ირკვევა რომ ყველა სუპერგმირს სუსტი წერტილი აქვს და მასთან გამკლავება არანაკლებ რთულია, ვიდრე სამყაროს განადგურებისგან ხსნა. რაიმე სისუსტის გამოვლენა არის თუ არა ძლიერი ადამიანებისთვისაც დამახასიათებელი ნიშანი?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “შურისმაძიებლები”

 

კომიქსებს საფუძვლად ზრაპრების სტრუქტურა უდევს, ამიტომ ყველა კომიქსი მეტ-ნაკლებად იმეორებენ ზღაპრის კანონებს. თუმცა, რაც უფრო ვუახლოვდებით ჩვენს დროს, ხელოვნების ამ დარგში მით მეტი სისხლი და მკვლელობა შეინიშნება. როგორ აფასებთ ამ ტენდენციას? კანონზომიერია თუ, არა? და რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი? “შურისმაძიებლებში” ნაჩვენები დანგრეული ქალაქები თითქოსდა  როგორც მასობრივი ჟლეტის ისე კონკრეტული ინივიდების მკვლელობის ტრაგედიის აღქმას აბლაგვებს. ფილმზე წერისას მნიშვნელოვანია ამ გარემოებაზე დაკვირვება. ასევე შეგიძიათ რეცენზიის ბოლოს წარმოიდგინოთ ის სავალალო შედეგი, რაც ატომური იარაღის აფეთქების შემდეგ უცხოპლანეტელთა მთელი მოდგმისთვის დადგებოდა.

 

რეკომენდაცია:

 

თუ მოგწონთ ფილმები “მარველის” სუპერგმირების შესახებ, მაშინ შეგიძლიათ ნახოთ: კაპიტანი ამერიკარკინის კაცითორი და ჰალკი. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ფილმი მცველი, რომელიც განსხვავებული ტიპაჟის სუპერგმირების შესახებ მოგვითხრობს.