400 დარტყმა
რეჟისორი: ფრანსუა ტრიუფო
ასაკობრივი ჯგუფი: რეკომენდირებულია მშობლების დასწრება
PG-რეკომენდირებულია მშობლების დასწრება
წარდგენა
ფრანსუა ტრიუფოს მიერ 1959 წელს დაგაღებული ფილმი “400 დარტყმა” ანტუან დუანელის (ჟან-პიერ ლეოს) რთული ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს. ტრიუფომდე კინოში არავინ დაინტერესებულა არაჯანსაღ ოჯახურ გარემოში მყოფი მოზარდების ცხოვრებით, რომლებიც ბავშვობას ძნელად აღსაზრდელთა დაწესებულებებში ატარებენ. ანტუან დუანელიარ ეგუება დედამისის უსამართლო გადაწყვეტილებას და ახერხებს კოლონიიდან გაქცევას, რაშიც გარკვეული სიმბოლიზმი იკითხება.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ
- “400 დარტყმა” “ახალი ტალღის” (მიმდინარეობა 50-იანი წლების ფრანგულ კინოში) საეტაპო ფილმია.
- ყველა მსახიობი ვინც ანტუან დუანელის როლზე ქასთინგში იღებდა მონაწილეობას, ფილმში მთავარი გმირის თანაკლასელებად გვევლინებიან.
თემები დისკუსიითვის
- როგორი ურთიერთობები აქვთ ფილმში მშობლებსა და შვილებს?
- ფილმში ვაწყდებით მშობლებისადა ზოგადად, უფროსი ადამიანების მხრიდან ანტუანისა და მისი მეგობრების მიმართ გამოვლენილ გარკვულ გულგრილობას. აქედან გამომდინარე, ვინ არის დუანელის ქურდობაში დამნაშავე: მშობლები, სკოლა, საზოგადოება თუ მხოლოდ მატერიალური სიდუხჟირე?
- ანტუან დუანელის კოლონიიდან გაქცევა არის თუ არა მშობლებისა და მათ მიერ დაწესებული კანონების წინააღმდეგ გალაშქრება?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე -“400 დარტყმა”
“400 დარტყმაზე” რეცენზიის წერისას დაგეხმარებათ რამდენიმე რჩევა. უპირველეს ყოვლისა, გამოკვეთეთ ერთი ძირითადი საკითხი, ან პრობლემა, რომელზე მსჯელობაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ანტუან დუანელის კინოსადმი სიყვარული ან კოლონიაში მოხვედრილი ახალგაზრდების ბედი. შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა გზაც და რეცენზიაში “400 დარტყმის” მხატვრული მხარე განიხილოდ, სადაც ისაუბრებთ კამერის მოძრაობაზე, განათებაზე, მიზანსცენებსა თუ მსახიობების თამაშის მანერაზე. არ დაგავიწყდეთ თქვენი დამოკიდებულების აღნიშვნაც, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით რეჟისორის გადაწყვეტილებებს.
რეკომენდაცია
თუ მოიხიბლეთ ანტუან დუანელის გმირით, შეგიძლიათ მისი ისტორიის გაგრძელება იხილოთ ტრიუფოს სხვა ფილმებში: მოპარული კოცნები,ოჯახის კერა და სხვ. თუ გაინტერესებთ ფილმები ანტუანის ასაკის ბავშვებსა და მათ პრობლემებზე ნახეთ შვედური სიყვარულის ისტორია და ძვირფასი.