ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

12- დაშვებულია 12 წლიდან

წარდგენა

ებრაული წარმომავლობის გერმანელი რეჟისორი ბილი უაილდერი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფიგურა ხდება. 1959 მის მიერ შექმნილი რომანტიული კომედია “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”, ყველა დროის საუკეთესო ფილმად არაერთხელ აღიარეს. 30-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში “მშრალი კანონის” შემოღებამ  მაფიას განუსაზღველი ძალაუფლება მისცა. ფილმის გმირები ჯო (ტონი კერტისი) და ჯერი (ჯეკ ლემონი) ერთ-ერთი მაფიოზური გარჩევას შემთხვევით შეესწრებიან. თავის გადარჩენის მიზნით ისინი ჟოზეფინა და დაფნა ხდებიან, ქალის ტანსაცმელში შენიღბული ახალგაზრდა მამაკაცები, ჩიკაგოდან -ფლორიდისკენ მიმავალ ქალების ჯაზ-ბენდს უერთდებიან, სადაც შუგარ კეინს (მერლინ მონრო) გაიცნობენ. მათი თავგადასავალი, სწორედ აქ იწყება, მაგრამ მაფიის წევრები მათ მზიან ფლორიდაშიც პოულობენ.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • მერლინ მონრო-50-იანი წლების ამერიკის სექს სიმბოლო გახლდათ. მისი ნამდვილი სახელია -ნორმა ჯინ მორტენსონი.
  • მერლინ მონროს პერსონაჟს ფილმში 47 დუბლი დასჭირდა იმისთვის , რომ ეთქვა ფრაზა-“გამარჯობა, მე შუგარ კეინი ვარ” . გადაღება, მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა , რაც რეჟისორმა აღნიშნული ფრაზა დაფაზე დაწერა.
  • ტონი კერტისმა ჟოსეფინას პერსონაჟი საკუთარი დედის და ჰოლივუდის მსახიობების გრეის კელის და ევა არდენის გავლენით შექმნა.
  • ფილმი საბჭოთა გაქირავებაში ითაგრმნა როგორც “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” ფილმის ინგლისური სახელწოდების პირდაპირი თარგმანი კი ასე ჟღერს- “ზოგს, ის ცხელი მოსწონს”

თემები დისკუსიისთვის

  • მერლინ მონროს ეკრანული პერსონაჟების ყოველთვის მომღიმარი სახის მიღმა, რეალურად ტრაგიკული ბიოგრაფიის ადამიანი იდგა. როგორია მისი პერსონაჟი ამ ფილმში?
  • 30-იან წლებში ე.წ. “ბუტლეგერობა” (სპირტიანი სასმელების ფალსიფიცირებული წარმოება, უკანონო ვაჭრობა) ამერიკს მთავრობის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. მაფიის როლი და ძლევამოსილება დღითიდღე იზრდებოდა. ბილი უაილდერი 50-იანი წლების ამერიკაში ისევ უბრუნდება ამ თემას და “მაფიის დამარცხების” მისეულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს- ქალები ამარცხებენ მაფიას(ქალის ტანსაცმელში გადაცმული მამაკაცები)-თქვენი აზრით ეს შემხთვევითია? თუ რეჟისორი განზრას ცდილობს ამ საკითხის წინ წამოწევას? რა მიზნით?
  • დისკუსიისას ფილმის პერსონაჟებიდან გამომდინარე აქცენტი გააკეთეთ ისეთ თემებზე როგორებიცაა: სქესი (ადამიანის ბიოლოგიური მოცემულობა) და გენდერი (სოციალური, საზოგადოებრივი როლი).
  • “იდეალური არავინაა”- რატომ ასრულებს რეჟისორი ამ ფრაზით ფილმს?

დაწერე რეცენზია ფილმზე – ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან 

ფილმის შესახებ რეცენზიის დაწერამდე გაეცანი მსახიობ მერლინ მონროს ბიოგრაფიას.ეცადე ტონი კერტისისა და ჯეკ ლემონის პერსონაჟები დაახასიათო, როგორები არიან კაცად ყოფნისას და როგორ იცვლება მათი ქცევა და სამყაროს მიმართ დამოკიდებულება “ქალად გახდომის” შემდეგ. წერის დროს გამოიყენე დისკუსიისას გამოკვეთილი თემები და საკითხები.

რეკომენდაცია

გირჩევთ ნახოთ მერლინ მონროს შესრულებით 50-იანი წლების ჰოლივუდის ფილმები “შვიდი წლის თავზე”“ყველაფერი ევას შესახებ” ქალებად გადაცმული კაცების შესახებ ფილმები თუ გაინტერესებთ გირჩევთ  ნახოთ “მისის დაუთფაირი”“ტუტსი”