რომეო და ჯულიეტა

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

 PG-რეკომენდირებულია მშობლების დასწრება

წარდგენა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიყვარულის ისტორია, იტალიელმა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ  1968 წელს აღწერა ფილმში – “რომეო და ჯულიეტა” . დაპირისპირებული ოჯახების ნების საწინააღმდეგოდ რომეო მონტეგს (ლეონარდ უაიტინგი) და ჯულიეტა კაპულეტს (ოლივია ჰასი) ერთმანეთი უყვარდებათ. ახალგაზრდების თავგანწირვა სიყვარულისთვის, ტრაგედიით სრულდება.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმში მოქმედება ვერონაში ხდება. ჯულიეტას აივანი დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად ითვლება იტალიაში.
  • ფრანკო ძეფირელის ბიოგრაფიული წიგნის მიხედვით, რომეოს როლზე ჯგუფ “ბიტლზის” ყოფილი წევრი პოლ მაკარტნი მოიაზრებოდა.

თემები დისკუსიისთვის

  • ფრანკო ზეფირელის ფილმი,ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” პირველი მასშტაბური ეკრანიზაციაა, თქვენი აზრით დღეს რომ თანამედროვე რეჟისორი ისევ მიუბრუნდეს ამ სასიყვარული ისტორიას რა ძირითად ცვლილებებს შეხვდებოდა მაყურებელი ფილმში? როგორი იქნებოდა თანამედროვე რომეო ? ჯულიეტა?
  • რომეოს და ჯულიეტას ცხოვრება ასე ტრაგიკულად, რომ არ დასრულებულიყო, მშობლებს რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ოჯახი შეექმნათ, შვილები ყოლოდათ… როგორი იქნებოდა მათი ცხოვრების ფინალი? “და ცხოვრობდნენ ისინი ტკბილად და ბედნიერად”- გამართლდებოდა თუ არა ეს ფრაზა?
  • რამდენად იყო მათი თავგანწირვა სიყვარულისთვის ასაკით პროვოცირებული? ზრდასრული ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გაილაშქრებდნენ თუ არა ისევ, ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ.

დაწერე რეცენზია ფილმზე – “რომეო და ჯულიეტა”

რეცენზიის დაწერამდე გაეცანი ნაწარმოების ლიტერატურულ პირველწყაროს, ეცადე განასხვაო რა ძირითადი აქცენტები წამოწია წინა პლანზე ფილმში რეჟისორმა. რითი განსხვავდება დღევანდელი სასიყვარული მელოდრამებისგან ფრანკო ძეფირელის ნამუშევარი. წერის პროცესში აქცენტი გააკეთე პერსონაჟების ფსიქოლოგიასა და მათი ქმედების თუ გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე.

რეკომენდაცია

გირჩევთ ნახოთ:  ბაზ ლურმანისეული ორიგინალური ინტერპრეტაცია “რომეოს+ჯულიეტა”   შექსპირის ტრაგედიის არაპირდაპირი ინსპირაციით შექმნილი ფილმი “წერილები ჯულიეტას” უმცროსი  ასაკის მაყურებლისთვის გირჩევთ ანიმაციური ფილმს “გნომეო და ჯულიეტა”თუ გიზიდავთ რომანტიული სასიყვარული ისტორიები ტრაგიკული ფინალით  გირჩევნთ ნახოთ: “ბონი და კლაიდი”“ერთხელ”