დაუმორჩილებელი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – 12

 

წარდგენა:

 

კლინტ ისტვუდის ფილმი “დაუმორჩილებელი” გვიყვება სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის შესახებ, რომელიც რასობრივი თანასწორობისთვის ბრძოლისთვის 27 წლის განმავლობაში იმყოფებოდა საპატიმროში. ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რიგით მერვე პრეზიდენტი 1994 წელს გახდა, მალევე რაც ციხის კედლები დატოვა. მისი გამარჯვება აპართეიდის დასასრულს მოასწავებდა, თუმცა ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა კვლავ დანაწევრებული და ერთამენთის მიმართ გაუცხოებული იყო. მანდელამ ქვეყნის ერთი ნაციის იდეის ქვეშ გაერთიანება გადაწყვიტა. ამისთვის მან რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი აირჩია, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უნდა გამართულიყო. მანდელამ ეროვნულ ნაკრებს მიზნად მსოფლიოს თასის მოპოვება დაუსახა, რისთვისაც საჭირო გახდა მთელი ქვეყნის მობილიზება.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

ფილმში რაგბის თამაშის სცენების გადაღება გულშემატკივრებისგან ცარიელ სტადიონზე მიმდინარეობდა. სპეცეფექტების სპეციალისტებმა 2 000 დამხმარე ადამიანისგან შეძლეს 62 000 სტადიონის “შევსება”.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • გუნდის კაპიტანისა და ნელსონ მანდელას პოლიტიკის გამტარებელი ფრანსუა პიენარი თეთრკანიანია. ის ქვეყანაში დაწყებულ შემრიგებლურ პოლიტიკის სახეს განასახიერებს. თუმცა როგორც თეთრკანიანი კვლავინდებურად ლიდერის პოზიციას იკავებს. რაზე მეტყველებს ეს?
  • ფილმში რაგბის გუნდზე დაკვირვება ნიშნავს თუ არა იმ პერიოდის სამხრეთ აფრიკის საზოგადოებაზეც დაკვირვებას?
  • გუნდის კაპიტანსა და ნელსონ მანდელას შორის არსებული ურთოერთობა შეიძლება თუ არა ჩაითვალოს როგორც კულტურულ ცრუწარმოდგენებთან ერთობლივი ბრძოლის მაგალითი?
  • როგორ განმარტავთ ნაციისა და საზოგადოების ცნებებს, რამდენად იმუშავებს მანდელას პოლიტიკა სხვაგან?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “დაუმორჩილებელი”

 

ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობისთვის კლინტ ისტვუდისთვის “დაუმორჩილებელი” არ წარმოადგენს მხოლოდ ბიოგრაფიულ ფილმს. ის ეკრანებზე გამოვიდა მაშინ, როდესაც ჰოლივუდში ჯერ მხოლოდ იწყებოდა რასობრივ ჩაგვრაზე საუბრის დაწყების ტალღა. გაშალეთ დისკუსიის თემები. რეცენზიის წერისას ასევე მნიშვნელოვანია ისტორიული ფონის აღწერა, რომელიც მკითხველისთვის ამა თუ იმ ისტორიის აქტუალურობის მიზეზებს ახსნის. ნელსონ მანდელა იმ ადამიანთა რიცხვშია, რომლებმაც უსამართლობის მშვიდობიანი გზებით დამარცხება შეძლეს და საკუთარ საზოგადოებებს სამოქალაქო დაპირისპირებები აარიდეს. საინტერესო იქნება ამ და სხვა საკითხებს შორის ქართულ რეალობასთან პარალელების გავლება.

 

რეკომენდაცია:

თუ მოგწონთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის თემა, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ფილმები: განდიV როგორც ვენდეტა და გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა.