გრან ტორინო

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – 15

 

წარდგენა:

 

“გრან ტორინო” “ფორდის” მიერ გამოშვებული ლეგენდარული მანქანის სახელწოდებაა, რომელსაც უოლტ კოვალსკი ფლობს, რომელსაც ამავე ფილმის რეჟისორი კლინტ ისტვუდი განასახიერებს. ის კორეის ომის ვეტერანია და სძულს აზიელები და აფროამერიკელები. მისი უმცირეობების მიმართ დამოკიდებულება იასახება კიდეც შვილებთან ურთიერთობაზე. კოვალსკი მარტოხელა მოხუცია, რომელიც დროის უდიდეს ნაწილს სახლის აივანზე ატარებს. ის აკვირდება მეზობლებს, მათ შორის მის სიახლოვეს ახლადგადმოსულ აზიელთა ოჯახს, რომლის ახალგაზრდა წევრიც კოვალსკის საყვარელი მანქანის “გრან ტორინის” გატაცებას განიზრახავს.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

ფილმზე ისტვუდების მთელი ოჯახია იყო დაკავებული: კლინტის შვილი სკოტი ტრეის როლს ასრულებდა, მისი მეორე ვაჟი კაილი კი ფილმის საუნდტრეკის ავტორია. ძაღლი დეიზიც ისტვუდების ოჯახიდან არის, ის რეჟისორის პირადი შინაური ცხოველია.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • როგორ დაახასიათებდით უოლტ კოვალსკის შეხედულებებსა და სტერეოტიპებს.
  • ამერიკაში მიმდინარე რა პროცესებზე მეყველებს კოვალსკის უბანში ვანგების ოჯახის გადმოსვლა?
  • როგორ იცლვება უერთიერთობები კოვალსკისა და ტაო ვანგს შორის?
  • ფილმი გადაღებულია 2008 წელს, მაშინ როდესაც ამერიკამ პრეზიდენტად პირველი აფროამერიკელი კანდიდატი აირჩია. რა დამოკიდებულება იკითხება ფილმში აღნიშნული მოვლენის მიმართ?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “გრან ტორინო”

 

“გრან ტორინოზე” წერისას ყურადღება რამდენიმე გარემოებას უნდა მიაქციოთ. ფილმში ყველაზე მნიშვნელოვანი ის ისტორიული ფონია, რომელიც 2008 წლის ამერიკაში იყო. მაშინ მოსახლეობის უმრავლესობამ რასობრივი უმცირესობის წარმოამდგენელი აირჩია პრეზიდენტად, 2016 წლის ამერიკაში კი სრულებით განსხვავებულად სურათი მივიღეთ. თქვენ უნდა შეეცადოთ ფილმში არსებული ისტორია შეხედოთ უფრო ფართო კუთხით, შეადაროთ ის ქართულ რეალობასა და იმსჯელოთ რასიზმის, როგორც მოვლენის არსზე.

 

რეკომენდაცია:

 

თუ მოგეწონათ ფილმი სხვადახვა თაობის წარმომადგენლებს შორის მოულოდნელად განვითარებულ ურთიერთობებზე, შეგიძლიათ ნახოთ: სულის სიმტკიცე და ელისი ქალაქებში. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ფილმები, სადაც რასობრივი და ეთნიკური პრობლემებია წამოწეული: მწვანე ონავარინუ მოკლავ ჯაფარას და იისფერი.