საომარი ცხენი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – 12

 

წარდგენა:

 

სტივენ სპილბერგის ფილმი “საომარი ცხენი” ეხება პირელ მსოფლიო ომის თემას. მთავარი პერსონაჟები არიან ახალგაზრდა ალბერტი და მისი ცხენი. მოქმედება პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ვითარდება. იმისთვის რომ ალბერტის ოჯახმა ძვირადღირებული ცხენის შეძენის გამო არ დაკარგოს სახლ-კარგი, მათ ორმაგად მუშაობა უწევთ. თუმცა ამ დროს ევროპაში ომი ჩაღდება, რომელიც სოფელში მცხოვრებ ნარაკოტების ოჯახსაც ითრევს, ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობის უმრავლესობას. ალბერტი ფრონტზე წასვლას გადაწყვეტს. მისი გადაწყვეტილება განპირობებულია მეგობრობითა და ღირსების გრძნობით. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უაზრო ომის სახესით ცნობილ პირველ მსოფლიო ომში წასულთა უმრალესობაც ამ ღირებულებებისთვის იბრძოდა. მაგრამ როგორც ალბერტის ისტორია გვასწავლის, იქ მხოლოდ სიკვდილი სუფევდა, რომლისგან თავის დაღწევაც მხოლოდ ერთგული მეგობრების, მოკავშირეების მეშვეობით თუ იყო შესაძლებელი.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

 

ცნობების თანახმად, მხოლოდ ინგლისიდან პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ერთი მილიონი ცხენი გაიგზავნა. საერთო ჯამში, ამ ომს 10 მილიონი ცხენის სიცოცხლე შეეწირა.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • ალბერტის ომში წასვლა დაკავშირებულია მხოლოდ მეგობრის გადაწყვეტილებასთან თუ მის ნაბიჯში ქვეყნის წინაშე ვალის მოხდაც ჩანს?
  • ცხოველებს არ აქვთ თავისუფალი ნებელობა, როგორ ფიქრობთ, ამიტომ მათი ომში წაყვანა რამდენად ეთიკური და კანონიერია?
  • როგორია ურთიერთობები ალბერტსა და ცხენს შორის ომამდე და ომის პერიოდში?
  • არის თუ არა ეს “საომარი ცხენი” ომის საწინააღმდეგო ფილმი? დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა გამოსავალს გვთავაზობს ის?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “საომარი ცხენი”

 

“საომარ ცხენზე” წერისას თქვენ უნდა გაიხსენოთ ყველაფერი მნიშვნელოვანი რაც იცით კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უაზრო და სასტიკ ომზე. ყურადღება მიაქციეთ მთავარი გმირისა და ცხენის განსაკუთრებულ ურთიერთობას, რატომ გაჩნდა მათ შორის ეს კავშირი და რას მიაღწიეს ერთად. საინტერესოა იმის განმარტებაც, თუ რა არის ნაგულისხმები ალბერტის მხედარში. ასევე  შეგიძლიათ ისაუბროთ ნებისმიერი ომის აბსურდულობაზე და იმ გაკვეთილებზე, რომლებიც ისწავლა ან არ ისწავლა კაცობრიობამ.

 

რეკომენდაცია:

 

თუ გაინტერესებთ ფილმები ომის აბსურდულობის შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ: პიანისტი,  პოლკოვნიკი რედლი და დიდი ილუზია.