როცა დედამიწა მსუბუქია
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
წარდგენა:
დოკუმენტური ფილმი „როცა დედამიწა მსუბუქია“ კინოეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა, მასზე სამმა რეჟისორმა იმუშავა: სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე და დავით მესხი. ფილმი ახალგაზრდა ქართველი „სკეიტერი“ ბიჭების ცხოვრებას აღწერს, აკვირდება მათ ფიქრებს, ოცნებებს, იდეებს. ფილმი – სამი განზომილება; პოსტ-საბჭოთა ეპოქა დანატოვარი შენობებით, სკეიტერი ბიჭები, რომლებიც მასას არ ჰგვანან.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
ფილმში მონაწილე ორ ახალგაზრდას ამ ფილმის დახმარებით გზა პარიზისკენ გაეხსნა, დემნა გვასალიამ თავისი ბრენდისთვის სანდრო ფოფხაძე და ნიკოლოზ ჭავჭანიძე შეარჩია. ბიჭებმა პარიზის მოდის კვირეულზე „ბალენსიაგას“ სამოსი წარმოადგინეს.
თემები დისკუსიისთვის:
- როგორ განმარტავდით ფილმის სახელწოდებას „როცა დედამიწა მსუბუქია“, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- დაახასიათეთ ფილის მონაწილე „სკეიტერები“?
- ახალგაზრდები, რომლებსაც ფილმში ხედავთ, ერთიანი მასისგან განსხვავდებიან, ამის გამო მათ საზოგადოება ხშირად რიყავს ხოლმე, როგორ გგონიათ, რატომ ხდება ასე?
- ფილმში ნაჩვენებია კადრები ქართული მედიის სიახლეებიდან, ასევე ბიჭების ოცნებების და ფიქრები, ერთ ქალაქში თითქოს ორი სრულიად განსხვავებული სამყარო არსებობს, როგორ ფიქრობთ რატომ ხდება ასე?
- რა არის თქვენთვის თავისუფლება?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე „როცა დედამიწა მსუბუქია“:
რადგანაც ფილმი დოკუმენტურია, შეგიძლიათ ისაუბროთ რამდენად არის ფილმი რეალობის გამოძახილი და აქედან გამომდინარე დაახასიათეთ ახალგაზრდა „სკეიტერების“ ცხოვრება თბილისში, რატომ ხდება რომ მათ უცხოპლანეტელებს ეძახიან, ისაუბრეთ თუ რა ხერხებით ცდილობენ ახალგაზრდები საკუთარი სიმშვიდის და კომფორტის მოპოვებას. ისაუბრეთ თავისუფლებაზე, მის არსზე და მნიშვნელობაზე.
რეკომენდაცია:
ფილმის ყურების შემდეგ თუ მსგავსი თემატიკა დაგაინტერესებთ, აუცილებლად ნახეთ ჯონ სმიტის „საშიში ფიქრები“, სადაც მეამბოხე ახალგაზრდების ცხოვრებაა ნაჩვენები, ასევე გირჩევდით ფილმებს სახელად: „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ და „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“.