ლაზარეს თავგადასავალი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

წარდგენა:

„ლაზარეს თავგადასავალი“ ეკრანებზე 1973 წელს გამოვიდა, მისი დამდგმელი რეჟისორები კი ქართლოს და რამაზ (ბუბა) ხოტივარები არიან. ფილმი პატარა, ობოლი ბიჭის ამბავს აღწერს, რომელიც სხვადასხვა ადამიანებთან ერთად დახეტიალებს ლუკმა-პურის საშოვნელად, ამ გზით რეჟისორი აღწერს გარემოს, რომელიც განზოგადების საშუალებას იძლევა. ლაზარეს როლს გეგა კობახიძე ასრულებს, ხოლო მოხეტიალე ბრმის როლს კი ავთანდილ მახარაძე.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

გეგა კობახიძის და ავთანდილ მახარაძის მეორე ტანდემი შედგა ფილმში „მონანიება“. ფილმის ნაწილი უკვე გადაღებული იყო, თუმცა გეგა კობახიძე საბოლოოდ მერაბ ნინიძემ ჩაანაცვლა, ამის მიზეზი კი 1983 წელს მომხდარი ცნობილი „თვითმფრინავის ბიჭების“ ტრაგედია გახდა. გეგამ და მისმა მეგობრებმა თვითმფრინავი გაიტაცეს, რის გამოც ისინი საბჭოთა ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა. 

თემები დისკუსიისთვის:

  • დაახასიათეთ ლაზარე, როგორია ის და რა თვისებებით გამოირჩევა?
  • რას ფიქრობთ მოხეტიალე ბრმაზე, რამდენად სამართლიანია ის ლაზარეს მიმართ?
  • ფილმში ბრმა ადამიანი ყველაფერს ხედავს. იმსჯელეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?
  • ლაზარე რამდენიმე საცხოვრებელს იცვლის, სხვადასხვა ადამიანებს ხვდება, როგორები არიან ადამიანები, დაახასიათეთ ისინი; მაგალითად, როგორია სასულიერო პირი, რომელიც ყველაზე მეტად გულმოწყალე უნდა იყოს?
  • ყურადღება მიაქციეთ ფილმის ბოლო მონაკვეთს, რა ემოციას იწვევს ის თქვენში?

დაწერეთ რეცენზია ფილმზე „ლაზარეს თავგადასავალი“:

ფილმზე წერისას ყურადღება გაამახვილეთ, ლაზარეს თვისებებზე, რატომ გარბის ის იმ ადამიანისგან, რომელმაც ბოროტი დედინაცვლისგან იხსნა, აუცილებლად განიხილეთ ობოლი ბიჭის და ბრმის საბოლოო შეხვედრა, დაახასიათეთ ადამიანები, მათ შორის არსებული პრობლემები, რომლებიც ზოგადსაკაცობრიო ხასიათისაა, ასევე ეცადეთ პარალელი გაავლოთ დღევანდელობასთან.

 

რეკომენდაცია ფილმზე:

თუ ახალგაზრდა მსახიობის გეგა კობახიძის შემოქმედებით დაინტერესდით, გირჩევთ, რომ ნახოთ ნანა მჭედილიძის „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ლანა ღოღობერიძის ფილმში „აურზაური სალხინეთში“,  ალექსანდრე ნინუას „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“ სადაც ასევე გეგა კობახიძე მონაწილეობს.