გიორგობისთვე
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
წარდგენა:
ფილმი „გიორგობისთვე“ ოთარ იოსელიანმა 1966 წელს გადაიღო, ფილმი საბჭოთა რეალობას ასახავს და ნათლად უსვამს ხაზს მაშინდელი ცხოვრების თავისებურებებს. ფილმს საშინელი კრიტიკა მოჰყვა, მას ანტისაბჭოთა ფილმი უწოდეს, რომელიც მასხრად იგდებდა ქართულ ტრადიციებს და სოფლის მეურნეობას. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობდა ფილმის შეზღუდვას და კინოთეატრებს მისი ჩვენება აუკრძალა.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
საბჭოთა პერიოდში ფილმის ბოლო კადრი – ეკლესიის კადრი შეცვლილი იყო, ტაძრის ნაცვლად უბრალო ხე ჩანდა ეკრანზე. ასე გამოიხატა იმდოინდელი ცენზურა, რომელიც უხეშად ჩაერია რეჟისორის საქმიანობაში.
თემები დისკუსიისთვის:
- ფილმი მკაფიოდ აღწერს საბჭოთა ყოველდღიურობას, აღწერეთ როგორია ის? ეცადეთ აღწეროთ თქვენი თვალით დანახული საბჭოთა რეალობა.
- როგორ გგონიათ, რისი თქმა სურდა ოთარ იოსელიანს ამ ფილმით? არის თუ არა ის ერთგვარი პროტესტი რეჟისორის მხრიდან?
- როგორ მოიქცეოდით თქვენ მთავარი გმირის ნიკოს ნაცვლად? ამართლებთ თუ არა მის საქციელს? დაახასიათეთ ის და შეადარეთ სხვა მოცემულ პერსონაჟებს.
- თქვენი აზრით ადამიანი უნდა ეგუებოდეს არსებულ უსამართლო რეალობას თუ პირიქით უნდა ებრძოდეს მას?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე „გიორგობისთვე“
ფილმზე წერას თუ გადაწყვეტთ ეცადეთ მაქსიმალურად გაიაზროთ რა ხერხებს იყენებს რეჟისორი პერსონაჟების პორტრეტების შექმნისას, პატარა კომპრომისს როგორ მივყავართ შემგუებლობამდე. როგორ ასახავს ეს ყველაფერი საბჭოთა იდეოლოგიას და რეჟისორის პროტესტს მის მიმართ.
რეკომენდაციები:
გირჩევთ ნახოთ ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“, რომელიც ასევე ოთარ იოსელიანს ეკუთვნის, გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ და ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები“, რომელიც მკაფიოდ გვიჩვენებს საბჭოთა ცხოვრებას, მის მანკიერ მხარეებს.