შერეკილები
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
წარდგენა:
ქართული მხატვრული ფილმი „შერეკილები“ ელდარ შენგელაიამ 1973 წელს რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაიღო. რეზო გაბრიაძე, მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და არაერთი ფილმის სცენარის ავტორია. ფილმში მოთხრობილია ერთი შეხედვით ფანტასტიკურ და დაუჯერებელ ამბავი, ის სავსეა იუმორითა და სახალისო სცენებით და განზოგადების დიდ საშუალებას იძლევა. ელდარ შენგელაიას ფილმებში მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის გია ყანჩელს და ჯანსუღ კახიძეს.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
აღსანიშნავია, რომ ცათმფრენი ფილმისთვის სპეციალურად შექმნეს და ე.წ. „ტროსით“ ხდებოდა მისი გადაადგილება. ხოლო ფილმში მშვენიერი მარგალიტას როლს, რეჟისორის ელდარ შენგელაიას მეუღლე არიადნა შენგელაია ასრულებს. ერთაოზის როლს კი 18 წლის დავით ჟღენტი ასრულებს, რომელიც მაშინ ახალი ჩამოსული იყო ოზურგეთიდან და სამსახიობო სკოლაში აპირებდა ჩაბარებას, გამოცდაზე ელდარ შენგელაიამ დაინახა და მაშინვე როლზე დაამტკიცა. დავით ჟღენტი: „ელდარი მეხვეწებოდა, აკოცე კაცო ნუ გერიდებაო“. იხსენებს მსახიობი, როცა მარგალიტასთვის პორფირეს ხატზე უწევდა დაფიცება.
თემები დისკუსიისთვის:
- ფილმი ფანტასტიკური კომედიაა, რა ხერხებით ცდილობს რეჟისორი დაუჯერებელი ამბის გადმოცემას, რა მინიშნებებს და დეტალებს იყენებს? (მაგ. ციხე ძირგამომპალი ქვევრი, რომელიც ხელი ერთი კვრით შეიძლება გატეხო და ასე შემდეგ)
- როგორ ფიქრობთ, რატომ დაარქვა რეჟისორმა ფილმს „შერეკილები“ და ვინ არიან ფილმში ნამდვილი შერეკილები?
- აღწერეთ გარემო და ადამიანები, ისაუბრეთ მათზე, როგორები არიან, რომელი პერსონაჟი მოგწონთ და რატომ?
- გქონიათ თუ არა მსგავსი დაუჯერებელი იდეა და თუ გიფიქრიათ მის სისრულეში მოყვანაზე? თქვენი აზრით რადენად დიდია ადამიანის შესაძლებლობები?
- როგორ ფიქრობთ, რა არის ფილმის მთავარი სათქმელი?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე:
ისაუბრეთ რეჟისორის მანერაზე, იმაზე თუ რა ხერხებით ცდილობს მოგვიყვეს ამბავი, როგრ ცდილობს დაგვანახოს ადამიანთა უარყოფითი თუ დადებითი თვისებები, რა როლს ასრულებს ფილმში იუმორი, ყურადღება გაამახვილეთ მუსიკაზე, რას მატებს ის ფილმს.
რეკომენდაციები:
მათ ვისაც სურვილი გაქვთ გაეცნოთ ელდარ შენგელაიას უნდა ნახოთ მისი ფილმები: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ცისფერი მთები“ და სხვა..