პასტორალი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

წარდგენა:

სიტყვა პასტორალი თავისი მნიშვნელობით სოფლის მშვიდ, იდილიურ ცხოვრებას აღნიშნავს. სწორედ „პასტორალი“ დაარქვა ოთარ იოსელინმა მის ფილმს, რომელიც კინოეკრანზე 1973 წელს გამოვიდა, მაშინ, როცა საბჭოთა მმართველობა ბატონობდა. ფილმში რეჟისორი ორ სხვადასხვა სამყაროს გვიჩვენებს: სოფლის და ქალაქის ცხოვრებას.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ოთარ იოსელიანს საბჭოთა მთავრობა არ წყალობდა,  მუდმივად უწევდა ზეწოლის ქვეშ მუშაობა. „პასტორალის“ შემდეგ მას ფილმების გადაღება საერთოდ აუკრძალეს, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია და საფრანგეთში წარმატებული რეჟისორი გახდა.

თემები დისკუსიისთვის:

  • განიხილეთ სტუმრები და მასპინძლები, როგორც ორი სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები, როგორები არიან ისინი?
  • თქვენი აზრით რატომ დაარქვა ოთარ იოსელიანმა ფილმს „პასტორალი“?
  • ფილმმა, მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლება ძალიან გააღიზიანა, როგორ ფიქრობთ რა გახდა ამის მიზეზი?
  • შეადარეთ ერთმანეთს, ფილმში მოცემული პერსონაჟები და დღევანდელი საზოგადოება.

დაწერეთ რეცენზია ფილმზე „პასტორალი“:

ფილმზე წერის დროს, დაუკვირდით მის სათაურს, განიხილეთ თუ რისი თქმა უნდოდა რეჟისორს ამით, ისაუბრეთ იმ მახასიათებლებზე რასაც პერსონაჟებში ხედავთ, განიხილეთ ფილმში არსებული სოციალური პრობლემა და ასევე ყურადღება მიაქციეთ გამოსახულებას, როგორია რეჟისორის ხელწერა, რაში მდგომარეობს მისი განსხვავებულობა?

რეკომენდაციები:

მათ ვისაც სურვილი გაქვთ გაეცნოთ ოთარ იოსელიანის შემოქმედებას,  უნდა ნახოთ მისი ფილმები: „იყო შაშვი მგალობელი“, „გიორგობის თვე“,  „აპრილი“ და გასაგები გახდება საბჭოთა მმართველობა თუ რატომ ებრძოდა რეჟისორს.