მაგდანას ლურჯა

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

წარდგენა:
`მაგდანას ლურჯა” ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობას ეფუძნება, ის თენგიზ აბულძის და რეზო ჩხეიძის ერთობლივი ფილმია – ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციაა. მხატვრული ფილმი ეკრანებზე 1955 წელს გამოვიდა და 1956 წელს კანის ფესტივალზე იყო წარდგენილი, სადაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში მოხვდა და დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე, ახალი კურსდამთავრებულები იყვნენ როცა `მაგდანას ლურჯა” გადაიღეს, მაშინდელმა სტუდიის დირექტორმა ფილმი აკრძალა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ნამუშევარი ქართველ მწერლებს აჩვენეს. გალაკტიონის რეაქცია იყო ის, რამაც ფილმი მეორე დღესვე კინოეკრანებზე დაუშვა:
“ვდგავართ მე და თენგიზი აწურულები. ამ დროს იღება კარი და შემოდის გალაკტიონი თავისი `პორტფელით”,… გავოგნდით, ეს კაცი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და არსადაც არ დადიოდა. დაჯდა, ბოლომდე უყურა კადრებს, მერე ადგა და უცებ… ვინც ეს ფილმი გააჩერა, მე იმისიო…. შეიგინა და წავიდა!” იხსენებს რეზო ჩხეიძე.
თემები დისკუსიისთვის:
• აღწერეთ გარემო, რომელიც ფილმში გვხვდება?
• როგორ ფიქრობთ მაგდანა უფრო თამამად უნდა მოქცეულიყო? ისაუბრეთ პერსონაჟის მახასიათებლებზე.
• როგორია სასამართლო? სასამართლოს მხრიდან უსამართლობა დღესაც ხშირად გვსმენია, როგორ გგონიათ რა ხერხებით უნდა ვებრძოლთ უსამართლობას?
• გაავლეთ პარალელები ლიტერატურულ პირველწყაროსთან, ეკატერინე გაბაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობასთან.

დაწერეთ რეცენზია ფილმზე `მაგდანას ლურჯა”:
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გარემოს და ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებებს, რაზე მეტყველებს მოცემული რეალობა, რას ასახავს ის. განიხილეთ სიუჟეტი არა როგორც ერთი სოფლის, არამედ კაცობრიობის მუდმივ პრობლემად.

რეკომენდაცია:
თუ გსურთ, უკეთ გაეცნოთ ქართველი რეჟისორების შემოქმედებას; ნახეთ თენგიზ აბულაძის ფილმი “ნატვრის ხე” და რეზო ჩხეიძის “ჯრისკაცის მამა”.