უძინართა მზე

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

წარდგენა:

თემურ ბაბლუანის ფილმი “უძინართა მზე”, ეკრანებზე 1992 წელს გამოვიდა, ფილმი ექიმი გელა ბენდელიანის ცხოვრებზე მოგვითხრობს, რომელიც შეპყრობილია კიბოს საწინააღმდეგო წამლის შექმნის იდეით. რეჟისორი ფილმს რამდენიმე წლის მანძილზე იღებდა, ამ პერიოდში ქვეყანაში რთული მდგომარეობა იყო ფილმის გადაღებისთვის, მუდმივად იცვლებოდა სცენები და იღებდნენ დამატებით კადრებს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
Fფილმი ითარგმნა გერმანულ და ინგლისურ ენაზე, გადაეცა არაერთი ჯილდო, მათ შორის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი. მთავარ როლს ასრულებს არაპროფესიონალი დავით კაზიშვილი, რომელიც რეჟისორმა ქუჩიდან აიყვანა.

თემები დისკუსიისთვის:
• შეაფასეთ ფილმის სიუჟეტი, იმსჯელეთ თუ რა არის რეჟისორის მთავარი სათქმელი?
• თქვენი აზრით, უნდა დამორჩილებოდა თუ არა გელა ბენდელიანი მეცნიერთა საბჭოს გადაწყვეტილებას?
• ამართლებთ თუ არა გელა ბენდელიანის, როგორც ექიმის საქციელს, როგორია ის ოჯახთან და საკუთარ თავთან მიმართებაში?
• განიხილეთ შვილის, დათოს პერსონაჟი, როგორია ის და რა თვისებები განასხვავებს მამისგან?
• როგორ დაახასიათებთ ციხის ზედამხედველის პერსონაჟს?
• როგორია ფილმის დასასრული და რაზე მეტყველებს ის? როგორ გგონიათ გადარჩენილი “პელე” რისი სიმბოლოა?

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “უძინართა მზე”
ისაუბრეთ ფილმის ემოციურ მხარეზე, რა ხერხებით ცდილობს რეჟისორი მაყურებელი თანაზიარი გახადოს ფილმის პერსონაჟების მდგომარეობის, აუცილებლად განიხილეთ გარემო რომელშიც ეს კონკრეტული ოჯახი ცხოვრობს, ყურადღებით გაანალიზეთ ფილმის ფინალი.

რეკომენდაცია:
ალბათ საინტერესოა თუ ნახავთ “მაგდანას ლურჯას“, “მზე შემოდგომისა” აუცილებლად დაგაინტერესებთ ძველი თბილისის ჩვეულებანი.