ფესვები
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
წარდგენა:
ქართული მხატვრული ფილმი “ფესვები” დღევანდელი დღის აქტუალურ პრობლემაზე ემიგრაციაზეა, ფილმი ქართველი ემიგრანტის სამშობლოსადმი უსაზღვრო ნოსტალგიასა და მის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, მთავარ როლში დოდო აბაშიძეა, რომლისთვისაც “ფესვები” მისი ბოლო ფილმი აღმოჩნდა
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
რეჟისორი გუგული მგელაძე იხსენებს, რომ პარიზში სულ 11 დღით იყვნენ ჩასულები, მთელი გადამღები ჯგუფი საყიდლებზე გაცვივდნენ, ერთადერთი ვინც მაღაზიებს არ გაკარებია, უამრავი ქალბატონის რჩეული ლევან აბაშიძე გახლავთ, მან ფრანგი გოგონები რესტორანში დაპატიჟა და მთელი ფული მხოლოდ მათ დაახარჯა.
თემები დისკუსიისთვის:
• როგორ ფიქრობთ სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა მთავრმა გმირმა 60 წლის წინ როცა სამშობლო დატოვა?
• როგორ მოიქცეოდით თქვენ მის ადგილას? დატოვებდით თუ არა სამშობლოს?
• რამდენად აქტუალურია ემიგრაცია/მიგრაციის პრობლემა დღევანდელ დღეს?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ფესვები”.
ფილმზე წერის დროს ეცადეთ მთავარი გმირის პრობლემა და არსებული სიტუაცია დაუკავშიროთ ჩვენს დღევანდელობას და გაავლოთ პარალელები. ყურადღება მიაქციეთ ფინალს, რა არის რეჟისორის მთავარი სათქმელი.
რეკომენდაცია:
მათ ვისაც კიდევ სხვა ფილმებში გსურთ, მსგავსი საზოგადოებრივი პრობლმების ხილვა გირჩევთ ნახოთ ასევე ქართული ფილმი “ფელიჩიტა”. საინტერესო ფილმია ავსტრალიელი რეჟისორის პიტერ ვეირის მიერ 1990 წელს გადაღებული ფილმი სახელად “Gრეენ ჩარდ”, ოლივიე ნაკაშის და ერიკ ტოლედანოს ფილმი “სამბა”, ასევე აკი კაურესმიაკის “ჰავრი”.