გალობის რაინდები

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

წარდგენა:

“გალობის რაინდები“, ასე ეწოდება ნანა ჯანელიძის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ეკრანებზე 2010 წელს გამოვიდა. საქართველოში ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ, 60 წლის მანძილზე ეკლესიებში წირვა-ლოცვა რუსულად სრულდებოდა, ასევე აიკრძალა ქართული საგალობლები. ფილმი სწორედ ამ საგალობლების შექმნის და შემდეგ მათი გადარჩენის რთულ გზაზე გვიამბობს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

ფილმში ძირითადად ორი ადამიანის სახელს გაიგებთ, ფილიმონ ქორიძე და ექვთიმე კერესელიძე, იგივე ექვთიმე აღმსარებელი. ისინი ორივე მღვდლის შვილები იყვნენ. მათი ღვაწლი ქართული საგალობლების გადარჩენაში იმდენად დიდია, რომ ქართულმა ეკლესიამ ორივე მათგანი წმინდანად შერაცხა.

თემები დისკუსიისთვის:

  • იმსჯელეთ ქართული საგალობლების მნიშვნელობაზე, როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა?
  • როგორ გგონიათ, რატომ კრძალავდა რუსეთი ქართულ საგალობლებს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი?
  • დაახასიათეთ ექვთიმე კერესელიძე და ფილიმონ ქორიძე. ისაუბრეთ მათ პიროვნულ თვისებებზე.

დაწერეთ რეცენზია ფილმზე: „გალობის რაინდები“.

ფილმზე წერისას განიხლეთ ფილმში ნაჩვენები ეპოქა, როგორი იყო ის. განიხილეთ თუ რამდენად დიდი იყო რუსეთის გავლენა საქართველოზე და რატომ იყო მათი მხრიდან სურვილი ქართული ენის მოსპობისა. განიხილეთ საგალობლების არსებობის მნიშვნელობა და ისაუბრეთ ორი გმირის პიროვნულ თვისებებზე.

რეკომენდაციები:

თუ ისტორიულ-დოკუმენტური ფილმებით დაინტერესდებით, შეგიძლიათ ნახოთ: რუსუდან ძნელაძის „დამწერლობის ისტორია“, ანდრო ჭიაურელის „ექვთიმე“, ქუცნა ამირეჯიბის „მარბენალი“, ასევე თომა ჩაგელიშვილის ფილმები: „ილია ჭავჭავაძე“ და „შევარდნაძე“. მათი ნახვისას უკეთესად გაეცნობით საკუთარი ქვეყნის ისტორიას და მის განვლილ გზას.