ცისფერი მთები
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
წარდგენა:
“ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” ელდერ შენგელაიას ალეგორიული კომედია გახლავთ, ის ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა. სიუჟეტი ვითარდება ახალგაზრდა მამაკაცის, მწერლის გარშემო, რომელიც გამომცემლბას სტუმრობს და უსასრულოდ ელოდება დირექტორის და ორგანიზაციის პასუხს თავისი ნაწარმოების შესახებ და გადის თვეები ისე, რომ ახალგაზრდას ყურადღებას არავინ აქცევს. რეჟისორი იუმორით ცდილობს საბჭოთა ბიუროკრატიზმის ქცევის მოდელის შექმნას და მის ულმობელ კრიტიკას.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
ელდარ შენგელაიას ეს ფილმი შექმნიდან 30 წლის შემდეგ, 2013 წელს საფრანგეთში, კანის კინოფესტივალზე ათასი ფილმიდან ოცეულისთვის შეირჩა და ნაჩვენები იყო კანის სპეციალურ სექციაში, “კანის კლასიკა”. როგორც აღმოჩნდა საფრანგეთისთვის სრულიად არ იყო უცხო ფილმში ნაჩვენები ქართულ-საბჭოთა რეალობა.
თემები დისკუსიისთვის:
• საბჭოთა კავშირი წლებია აღარ არსებობს, მაგრამ ფილმში აღწერლი სიტუაცია ისევ ახლოა ჩვენს ყოველდღიურობასთან, როგორ გგონიათ ფილმი უფრო ქართულ რეალობას ასახავს თუ მხოლოდ საბჭოთა? რას ნიშნავს თქვენთვის ცნება” ბიუროკრატია”? რატომ არის ეს ამბავი ჩვენთვის არათუ დაუჯერებელი, არამედ პირიქით ძალიან ნაცნობი?
• როგორ ფიქრობთ, “ცისფერი მთები” თავისი არსით მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, თუ მთელი მსოფლიოსი?
• რის სიბოლოდ შეიძლება ჩავთვალოთ დანგრეული შენობა?
• რა ხერხებით ცდილობს რეჟისორი არსებული რეალობის აბსურდულობის გადმოცემას?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”
ეცადეთ ფილმს ჩაუღრმავდეთ და არ წეროთ მასზე ზედაპირულად, ეძიეთ ფილმის ძირითადი არსი, მისი მთავრი იდეა, განიხილეთ ფილმი როგორც ერთიანი ალეგორია. ყურადღება მიაქციეთ დიალოგებს, განიხილეთ პერსონაჟები და გაანალიზეთ ფილმის ფინალი, როგორი განაჩენი გამოუტანა რეჟისორმა ფილმში აღწერილ საზოგადოებას, რამდენად ოპტიმისტურია მისი დამოკიდებულება
რეკომენდაცია:
ელდერ შენგელაიას ხელწერა, ყოველთვის გამორჩეული და საინტერესოა, აუცილებელია რომ ნახოთ ფილმები: “არაჩვეულებრივი გამოფენა” და “შერეკილები”. თუ ფილმში აღწერილმა “ბიუროკრატიის” თემამ დაგაინტერესათ ნახეთ კოტე მიქაბერიძის ფილმი “ჩემი ბებია”, რომელიც ცენზურის გამო 38 წელი იყო თაროზე შემოდებული.