სხვისი შვილები
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
წარდგენა:
ფილმი “სხვისი შვილები” თენგიზ აბულაძემ 1958 წელს გადაიღო. ის რეალური ამბის, საგაზეთო სტატიის საფუძველზე შეიქმნა, “სხვისი შვილები” მარტოხელა მამისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხოვრებას გვიჩვენებს.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
ფილმმა 1965 წელს იტალიაში, პორტა-ტერმოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო, “ვერცხლის ნეადა”
თემები დისკუსიისთვის:
• როგორ ფიქრობთ, უყვარდა თუ არა მამას შვილების რჩეული ნატო, თუ მხოლოდ ბავშვების კეთილდღეობისთვის მოიყვანა ცოლად? დაასაბუთეთ თქვენი პოზიცია შესაბამისი არგუმენტებით.
• როგორ შეაფასებთ “დეიდა ნატოს” საქციელს? სწორად მოიქცა რომ დაბრუნდა ბავშვებთან?
• რას ფიქრობთ მამის საქციელზე? თქვენი აზრით მის ასეთ ქმედებას, აქვს რაიმე გამართლება?
• თქვენ როგორ მოიქცეოდით “დეიდა ნატოს” ადგილას?
• როგორია თქვენთვის მშრობლებისა და შვილების სამაგალითო ურთიერთობა?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე “სხვისი შვილები”.
თუ ამ ფილმზე რეცენზიის, ან პატარა ჩანახატის დაწერას გადაწყვეტთ, საინტერესო იქნება თუ ქალის ორ ტიპაჟს განიხილავთ, დეიდა ნატო და ყოფილი შეყვარებული. ასევე ეცადეთ იმსჯელოთ იმაზე თუ როგორ გახდნენ ნატოსთვის სხვისი შვილები “მისი” შვილები და რამდენად რეალურია ასეთი ურთიერთობები, თუნდაც ჩვენს დღევანდელობაში.
რეკომენდაცია:
თუ ეს ფილმმი მოგეწონებათ, გირჩევთ თანგიზ აბულაძის სხვა ფილმებიც ნახოთ, “მაგდანას ლურჯა”, “მე ბებია ილიკო და ილარიონი”, “ ნატვრის ხე”. ასევე თუ ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობები დაგაინტერესბთ კარგია თუ ნახავთ ფილმს “ვერის უნის მელოდიები”.