ვერის უბნის მელოდიები

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

`ვერის უბნის მელოდიები”, პირველი ქართული მიუზიკლია. მიუზიკლი არის ისეთი ფილმი (ან სპექტაკლი), რომელშიც მსახიობები საუბრის ნაცვლად სიმღერებით გადმოსცემენ სათქმელს. ფილმი რომელიც გიორგი შენგელაიამ 1973 წელს გადაიღო მოზარდი გოგონების ცხოვრების გარშემო ვითარდება.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
1977 წელს ესპანეთში სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა. Bბევრი წლის შემდეგ კინომიუზიკლის სცენური ვერსია დაიდგა, პრემიერა მუსიკისა და დრამის თეატრში 2010 წელს შედგა, დამდგმელი რეჟისორი დავით დოიაშვილი, მუსიკა გიორგი ცაბაძეს ეკუთვნის, არანჟირების ავტორი კი ნიკოლოზ რაჭველი გახლავთ.

თემები დისკუსიისთვის:
• დაახასიათეთ მამის პერსონაჟი, აღწერეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
• რატომ გადაწყვიტა ვარდომ, გოგონების დახმარება?
• ფილმის სიუჟეტი ერთი შეხედვით უბრალოა, როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა მისი პოპულარობა?
• კიდევ ამ ჟანრის (მუსიკალური ფილმები) სხვა რომელი ფილმები გახსენდებათ?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ვერის უბნის მელოდიები”
ფილმზე წერისას კარგი იქნება თუ იმსჯელებთ პერსონაჟებზე, მამა რომელიც დაუძლურებული, თითქოს გასაცოდავებულია და მეორე მხარეს ქალი, რომელიც ძალიან ძლიერი და მტკიცე ხასიათის პატრონია. Aასევე აუცილებელია ხაზი გაუსვათ მუსიკას, ისაუბრეთ იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს მას ფილმში. დაუკვირდით სიუჟეტს, როგორი განზოგადების საშუალებას იძლევა ერთი შეხედვით უბრალო ამბავი…

რეკომენდაცია:
თუ მსგავსი ტიპის მიუზიკლები თქვენში ინტერესს გამოიწვევს აუცილებლად ნახეთ ფილმები: `მუსიკის ჰანგები”, `ოლივერი”, `მერი პოპინსი”.