დიდი მწვანე ველი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

წარდგენა:

„დიდი მწვანე ველი“ ასე დაარქვა მერაბ კოკოჩაშვილმა თავის მხატვრულ ფილმს, რომელიც ეკრანებზე 1967 წელს გამოვიდა. ფილმი ახალგაზრდა მამაკაცის მწყემსი სოსანას ცხოვრებას აღწერს, მთავარ როლს  დოდო აბაშიძე ასრულებს. ფილმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამოციანელთა ფილმებში და ზოგადად ქართულ კინემატოგრაფში.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

თავდაპირველად „დიდი მწვანე ველი“  ქართველმა მაყურებელმა დაიწუნა,  ჩვენების დროს ბევრმა დარბაზიც კი დატოვა.მოსკოვში ის ასე შეაფასეს: „ დროის მთავარ მოთხოვნებს არ პასუხობს“.  რამდენიმე წლის შემდეგ სრულიად შემთხვევით ფილმი გერმანელების ხელში მოხვდა და ის ბერლინის კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. დღესდღეობით ფილმი ყველა ქვეყნის და ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმებს შორის არის.

თემები დისკუსიისთვის:

  • დაახასიათეთ ფილმის მთავარი გმირი სოსანა, ისაუბრეთ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
  • როგორ შეაფასებდით სოსანას მეუღლეს, რამდენად ამართლებთ მის საქციელს?
  • როგორ გგონიათ, რატომ დაიწუნა მაშინდელმა ხელისუფლებამ ფილმი? რას ხედავთ მასში ისეთს რაც არ შეეფერება საბჭოთა მოთხოვნებს?
  • როგორ ფიქრობთ, უნდა დაეტოვებინა თუ არა სოსანას მისთვის ასე ძვირფასი მწვანე ველი?

დაწერეთ რეცენზია ფილმზე: „დიდი მწვანე ველი“.

ფილმზე წერისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ფილმის შექმნის პერიოდი და ის, რომ საბჭოთა ხელისუფლებისთვის ინდივიდუალური შრომა არაფერს ნიშნავდა, ისინი მხოლოდ კოლექტიურ მუშაობას აღიარებდნენ. ისაუბრეთ სოსანას ოჯახზე, მათ პრობლემებზე და ზოგადად ურთიერთობაზე.

რეკომენდაციები:

გირჩევთ ნახოთ ისევ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი „ცხელი ზაფხულის სამი დღე“, ასევე თენგიზ აბულაძის „ვედრება“, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ისევე დაიწუნა, როგორც „დიდი მწვანე ველი“. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე“ და „მონანიება“, გირჩევთ აუცილებლად ნახოთ.