იყო შაშვი მგალობელი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

წარდგენა:

 `იყო შაშვი მგალობელი” 1966 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ფილმი ოთარ იოსელიანს ეკუთვნის, რომელსაც ფილმების გადაღებაც კი აუკრძალეს ვინაიდან ხშირად მისი ნამუშევრები საბჭოთა კავშირის ფარული კრიტიკა იყო. მას საფრანგეთში მოუწია მოღვაწეობის გაგრძელება. `იყო შაშვი მგალობელი” ახალგაზრდა მუსიკოსის – გია აგლაძის შესახებ მოგვითხრობს, იგი ცდილობს გაექცეს არსებულ სინამდვილეს, მაგრამ რეალურად ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოჩნდება და ცხოვრებაში ვერაფერს ქმნის ღირებულს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

მნიშვნელოვანია, რომ ფილმი `იყო შაშვი მგალობელი” ეკრანებზე გიორგი შენგელაიას `ფიროსმანთან” ერთად გამოვიდა და მათ საერთოც ბევრი აქვთ.

თემები დისკუსიისთვის:

როგორ ფიქრობთ რაზეა ფილმი, იმაზე თუ როგორ არ უნდა ვიცხოვროთ თუ იმაზე, როგორ უნდა ვიცხოვროთ?
არის თუ არა გია აგლაძე განსაკუთრებული? რითი გამოირჩევა ის სხვა ადამიანებისგან?
რა შენიშვნები გექნებოდათ მთავარ პერსონაჟთან? რატომ ვერ შედგა ის როგორც ხელოვნი?
ისაუბრეთ ფილმის ფინალზე, როგორია ის და რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა სწორედ ასეთი ხერხით ეჩვენებინა გიას ცხოვრების დასასრული?
რას იტყვით ფილმის გამოსახულების, რეჟისორის მიერ გამოყენებულ გამომსახველობით ხერხების შესახებ, შეამჩნიეთ თუ არა, რომ ეკრანული გამოსახულება დეტალების სიზუსტით არის მოახლოებული დოკუმენტურ სინამდვილესთან?

დაწერეთ რეცენზია ფილმზე `იყო შაშვი მგალობელი”.

სანამ ფილმზე დაწერთ, აუცილებლად დააკვირდით მასში არსებულ დეტალებს, დაუკვირდით მუსიკას, ისაუბრეთ გარემოზე, რომელშიც გია აგლაძე ცხოვრობს, ასევე კარგია თუ ისაუბრებთ ზოგადად ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაზე და იმაზე, თუ რამდენად მავნებელია დროის ფუჭი ფლანგვა ნებისმიერი ადამიანისთვის.

რეკომენდაცია:

თუ ამ ფილმს ნახავთ მაშინ აუცილებლად უნდა უყუროთ ფილმებს `ფიროსმანი” და `არაჩვეულებრივი გამოფენა”. სამი ფილმი, სამი პერსონაჟი, სამი ხელოვანი. ეცადეთ პარალელი გააავლოთ და დაუკვირდეთ სამივე გმირის თვისებებს. საინტერესოა რა საერთოს იპოვით მათში. თუ დაინტერესდით რეჟისორ ოთარ იოსელიანის შემოქმედებით, ნახეთ მისი ფილმები `გიორგობისთვე” და `პასტორალი”.