მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

U-დაშვებულია ყველა ასაკის მაყურებლისთვის/უნივერსალური

წარდგენა

“ახალგაზრდა სიყვარული” “კარუსელი”  “ქორწილი” “ქოლგა”  “მუსიკოსები”-60-იანი წლებისქართული კინოს კლასიკაა.შავ-თეთრ,  უხმო კინოს ესთეტიკით შექმნილ მოკლემეტრაჟიან ფილმებში, მიხეილ კობახიძე მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული იუმორით სხვადასხვა ამბავს გვიყვება.  აღნიშნული ფილმები თემატიკით განსხვავებულია, მაგრამ გამომსახველობითი ფორმების მსაგვებას მაყურებელი ადვილად შეამჩნევს. ეს არის მეტაფორული, პოეტური და იუმორით გაჯერებული კინო სამყარო, სადაც არაერთი კითხვის ნიშანია, რომლებზეც პასუხი მაყურებელმა უნდა გასცეს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80-იან წლებში დაღუპული მსახიობის გეგა კობახიძის მამაა. გეგა კობახიძე ე.წ.” თვითმფრინავის ბიჭების” ერთ-ერთი წევრია, რომელმაც მეგობრებთან ერთად საბჭოთა კავშირიდან გაქცევა გადაწყვიტა. ეს ამბავი მწერალმა დათო ტურაშვილმა გადმოსცა წიგნში “ჯინსების თაობა”. 2016 წელს -რეზო გიგინეიშვილმა ფილმში-“მძევლები”

თემები დისკუსიისთვის

  • შეეცადეთ გადმოსცეთ რისი სიმბოლო შეიძლება იყოს ქოლა? რატომ მიყვებიან “ბრმად” მას ფილმის გმირები ?
  • ხშირად ჩვენი წარმოსახვა ცდება რეალობას, ერთია რა გვსურს და მეორე რამდენად ვაღწევთ სასურველ მიზანს- “ქორწილის” გმირიც ასეა . შეეცადეთ დაახასიათოთ როგორი ადამიანია გოგი ქავთარაძის პერსონაჟი და რატომ აქვს  ფილმს ასეთი ფინალი?
  • როგორი იქნებოდა თქვენეული ფინალი “ქორწილის” შემთხვევაში ?
  • მუსიკოსები განსხვავებული ვიზუალის ადამიანები არიან, მათი ინსტუმენტებიც განხვავდება ერთმანეთისგან.  რისი თქმა სურდა რეჟისორს ამ ფილმით? მხოლოდ მუსიკალური ინსტუმენტების რეპრეზენტირება იყო მისი მიზანი? თუ სხვა მეტაფორული ქვეტექსტებია ფილმში.
  • რეჟისორი განზრახ ამბობს უარს დიალოგებზე, მაგრამ ყველა ფილმის სიუჟეტი გასაგებია. როგორ ახერხებს რეჟისორი ასეთი ფორმით ამბის მოყოლას?

დაწერე რეცენზია მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიან ფილმებზე.

ეს ის შემთხვევაა, როცა რეცენზიას არა ცალკეულ ფილმზე არამედ რეჟისორის მთლიან შემოქმედებაზე წერთ. თუმცაღა, შესაძლოა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილმზე გააკეთოთ აქცენტი. ეცადეთ გადმოსცეთ რა ძირითადი თემებით უკავშირდება ფილმები ერთმანეთს, რა კონკრეტულ საკითხებზე აკეთებს აქცენტს რეჟისორი. ფილმის შინაარსობრივი მხარის პარალელურად, აქცენტი გააკეთეთ ვიზუალურ ნაწილზე. რომელი რეჟისორის რომელ ფილმებს გახსენებთ? ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემით, ეცადეთ გამოკვეთოთ თქვენი ინდივიდუალური პოზიცია და დამოკიდებულება ფილმების მიმართ.

რეკომენდაცია

გირჩევთ ნახოთ ჩარლი ჩაპლინის შავ-თეთრი, უხმო  ფილმები :“ბიჭუნა”“დიდი დიქტატორი”