ვედრება

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ვედრება  

ასაკობრივი – PG

 

წარდგენა:

 

“ვედრება” ვაჟა ფშაველას ნაწარმოებების ეკრანიზაციას წარმაოდგენს. რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ “ალუდა ქეთელაურისა” და “სტუმარ მასპინძლის” სიუჟეტური ხაზები ახალ ნაწარმოებში გააერთიანა, სადაც თხრობა ვაჟას პოეზიის განზოგადებულ სამყაროში მიმდინარეობს. ამასთან ერთად, ფილმის ზოგიერთი სიუჟეტი პოემის პასაჟებს ზედმიწევნით იმეორებს, მაგალითად ალუდასა და მუცალის ბრძოლის სცენა. “ვედრება” პოეზიის ეკრანიზაციის მცდელობა, სადაც წინა პლანზეა, უპირველეს ყოვლისა, გამოსახულება, განათება, შუქ-შრდილები და მონტაჟი. ეს გარემოება თენგიზ აბულაძეს არ უშლის ხელს ფილოსოფიური საკითხების წამოწევაში, რითაც გაჯერებულია ვაჟა ფშაველას შემოქმედება.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

“ვედრება” თენგიზ აბულაძის ტრილოგიის პირველი ნაწილია. შეგიძლიათ ნახოს დანარჩენი ორი ფილმიც: ნატვრის ხე და მონანიება.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • როგორ მიმდინარეობს “ვედრებაში” დაპირისპირება თემსა და ინდივიდს შორის?
  • რომანისა თუ მოთხრობის მის ეკრანულ ვარიანტთან შედარება გაცილებით ადვილია, ვიდრე ეს პოეზიის შემთხვევაში შეიძლება იყოს. რაში ვლინდება ვაჟა ფშაველას შემოქმედებისა და ფილმის კავშირი და რაში – არა?
  • ვაშა ფშაველა “ალუდა ქეთელაურში” ამბობს, რომ “მტრობა არ არსებობს”. არის თუ არა ფილმში ეს აზრი წარმოდგენილი?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ვედრება”

 

“ვედრებაზე” წერისას, სირთულეს მისი ფაბულის გადმოცემა წარმოადგენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის არ წარმოადგენს რომელიმე ერთი პოემისა თუ ლექსის ეკრნიცაზიას. სამაგიეროდ, ფილმში მოცემულია უამრავი სახესიმბოლო, რომელშიც შეიძება მოიძებნოს როგორც კონკრეტული ამბავი, ისე ფილმის შემქმნელთა თავისუფალი ინტერპრეტაციის მაგალითები. განიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა ტრადიციისა და სიახლის ურთიერთობის პრობლემატიკა, ასევე ინდივიდუალიზმისა და უმრავლესობის კონფლიქტის საკითხი. ასევე სასურველია ყურადღების მიქცევა ფილმის მხატვრული მხარისთვის, რომელიც სტილისა და თხრობის მანერის თვალსაზრისით განსხვავდება სხვა ქართული მხატვრული ფილმებისგან.

 

რეკომენდაცია:

თუ გაინტერესებთ ფილმები, სადაც სიუჟეტის განვითარებაზე უფრო მნიშვნელოვანია გამოსაუხლება, შეგიძლია ნახოთ: ტურინის ცხენისიცოცხლის ხე და მე კუბა.