ქუჩის დღეები

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – 15

 

წარდგენა:

 

ლევან კოღუაშვილის ფილმი “ქუჩის დღეების” სიუჟეტი წამალდამოკიდებული ადამიანის ცხოვრების ირგვლივ ვითარდება. ჩეკი, მთავარი გმირი, შუახნის მამაკაცია, რომელიც ყოფით პრობლემებთან გამკლავებას ნარკოტიკების მოხმარებას ამჯობინებს. ამის მიუხედავად, რეალობა არ ტოვებს მას და ყოველდღიურად ახსენებს მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესახებ. პოლიციელი ჩეკისგან მისი მეგობრის, სახელმწიფო ჩინოვნიკის შვილის დაბეზღებას ითხოვს. პარალელურად, მის ცოლს გადაუხდელი კრედიტის გამო სახლის დაკარგვა ემუქრება. ჩეკი პრობლემების მოგვარებას გადაწყვეტს. გამოსავლის ძიების პროცესში ის ისეთ ნაბიჯებს გადადგამს რაც მის შინაგან სამყაროსა და ფსიქიკაზეც აისახება. მორალური დილემის წინაშე მარტოდ აღმოჩენილი ჩეკი ამ მოჯადოებული წრის გარღვევას გადაწყვეტს.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

“ქუჩის დღეები” ვისბადენის საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდა როგორც ქართული ნეორეალიზმის საუკეთესო ტრადიციებში გადაწყვეტილი ფილმი.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • შექმნილი მდგომრეობიდან თავის დასაღწევად რა ალტერნატიული გზებისთვის შეეძლო ჩეკის მიემართა?
  • ფილმის მთავარი გმირი მორალური არჩევნის წინაშე აღმოჩნდა, მისგან დანაშაულის გათქმას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციელის ქმედებაც ასევე უკანანო იყო. რამდენად მიზანშეწონილია დანაშაულთან უკანონო გზებით ბრძოლა?
  • ფილმის ფინალში ჩეკის მიერ ჩადენილი ქმედება არის ბედთან შეგუებისა თუ უსამართლობის გაპროტესტების ჟესტი?
  • რა აქვთ სართო ფილმში წარმოდგენილ კრიმინალურ სამყაროსა და სახელმწიფოს?
  • წამალდამოკიდებულება უნდა იდევნებოდეს თუ არა კანონის მიერ?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ქუჩის დღეები”

 

“ქუჩის დღეებში” მიიჩნევა უკანასკნელ ქართულ ფილმად რომელიც კრიმინალური ნარკომანიის თემას ეხება. 1990-ანი წლებიდან მოყოლებული აღნიშნული თემა კინოში არ კარგავდა აქტუალურობას, რომელიც თავისმხრივ საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ პრობლემებზეც მეტყველებს. წერისას თქვენ შეგიძლიათ შეეხოთ “ქუჩის დღეების” როგორც ისტორიულ მნიშვნელობას, ასევე მასში წამოჭრილ მწვავე საკითხებს. მაგალითად, წამალდამოკიდებულების თემას, ამ ადამიანებზე არსებულ სტერეოტიპებს, მათ მძიმე ცხოვრებასა და ბედს. არნაკლებ საინტერესოა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დილემის აღწერა და იმ გამოსავალზე საუბარი, რაც რეჟისორმა მთავარ გმირს შესთავაზა.

 

რეკომენდაცია:

თუ გაინტერსებთ ფილმები წამალდამოკიდებული ადამიანების პრობლემებზე, შეგიძლიათ ნახოთ: 21 გრამიწამალზე და შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში. თუ თქვენ გაინტერესებთ ფილმები სადაც პერსონაჟები რთული არჩევნის წინაშე დგანან, შეგიძლიათ ნახოთ: სოფის არჩევანი და მატრიცა.