მანდარინები

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი 15

 

წარდგენა:

 

ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” 1992-1993 წლებში მიმდინარე ქართულ-რუსულ-აფხაზურ კონფლიქტზე მოგვითხორბს. მთავარი გმირი ნიკა ახალგაზრდაა, რომელიც ომში საკუთარი ნებით წავიდა, იმის მიუხედავად, რომ არ ქონია ჯარში მსახურების არანაირი გამოცდილება. ნიკამ იცის ვინ არის მისი მტერი, თუმცა უბედური შემთხვევის გამო მოწინააღმდეგესთან ერთად ერთ ჭერქვეშ მოუწევს ცხოვრება, რითაც იძულებული გახდება, რომ “მტერი” გაიცნოს და მასში რეალური ადამიანი დაინახოს, რომელიც მისგან არათუ განსხვავდება, არამედ პირიქით, თითქმის ყველაფერში გავს.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

 

მანდარინები ესტონურ-ქართული ფილმია, რომელიც 2014 წელს ამერიკის კინოაკადემიის პრემიის “ოსკარის” წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში იყო წარდგენილი.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • ნიკასა და ახმედის დაპირისპირებაში რა როლს ასრულებს ესტონელი პერსონაჟი?
  • რა შეგიძლიათ თქვათ მტრობის შესახებ, რომელიც მეგობრობაში გადაიზრდება?
  • ომში რამდენი სიმართლე არსებობს?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “მანდარინები”

 

“მანდარინებში” რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა, რომლის განხილვაც მოგცემს ომისა და კონფლიქტების განზოგადების საშუალებას. ყურადღება მიაქციეთ მთავარი გმირების წინასწარგანწყობებსა და იმ გარემოებას, თუ რამდენად საზიანო და ფუჭია ადამიანებთან ურთიერთობაში სტერეოტიპული დამოკიდებულება. რეცენზიის წერისას საიტერესო იქნება ივოს პერსონაჟზე საუბარი, რა როლს ასრულებს ის როგორც პერსონაჟი ნიკასა და ახმედის კონფლიქტის მოგვარებაში და რას როგორც ესტონელი, ანუ ევროპის კულტურის წარმოამდგენელი. გამოხატავს თუ არა ივო ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში სხვადასხვა ევროსტრუქტურის მნიშვნელობასა და ღვაწლს?

 

რეკომენდაცია:

თუ მოგეწონათ ნიკასა და ახმედის მოულოდნელი დამეგობრების ამბავი, შეგიძლიათ ნახოთ ფილმები: ეკვილიბრიუმი და ტერმინატორი 2: განკითხვის დღე. თუ გაინტერესებთ ფილმები ომის შესახებ, სადაც რამდენიმე სიამრთლეა წარმოდგენილი ნახეთ ჰაკსოუს ქედი და ქარი მატულობს.