გრძელი ნათელი დღეები

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

PG-რეკომენდირებულია მშობლების დასწრება

წარდგენა

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი “გრძელი ნათელი დღეები” ქართული კინოს ახალი ტალღის დასაწყისად შეაფასეს. ფილმის მოქმედება 90-იანი წლების თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ვითარდება. მთავარი მოქმედი გმირები ნათია (მარიამ ბოკერია) და ეკა (მარიამ ბაბლუანი) 14 წლის გოგონები არიან.  ქვეყნისთვის გარდამტეხ პერიოდში, საკუთარი თავის,  მომავლის, სიმშვიდის, ერთმანეთის გადარჩენას, საპირისპირო სქესთან ურთიერთობის გარკვევას,  უკეთესის პოვნას ცდილობენ, მაშინ როცა საბჭოთა ეპოქა სრულდება, საქართველო თვითგამორკვევას, თვითიდენტიფიკაციას, დამოუკიდებლობის  მოპოვებას ცდილობს… ნათია და ეკა მოძველებულ, პატრიარქალურ ნორმებს „უჯანყდებიან”, ძალადობის სიმბოლოს-იარაღს, წყალში აგდებენ და თითქოს ამ აქტით გოგონები მთლიანად ძალადობას უღებენ ბოლოს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმის სცენარის ავტორი თავად რეჟისორი-ნანა ექვთიმიშვილია, “გრძელ ნათელ დღეებში” ნაწილობრივ მისი ბავშვობის დროინდელი ისტორიაა ასახული.

თემები დისკუსიისთვის

  • ფილმში ძალადობა, შიში და გაურკვევლობა ყველა ინსტიტუციაში გხვდება : ოჯახი, სკოლა, ქუჩა, პურის რიგი…. ნათია,  ლოთი, მოძალადე მამის სიკვდილს ნატრობს, ეკა-მარტოდ დარჩენილ დეპრესიულ დედასთან და უფროს დასთან მუდმივ კონფლიქტშია. როგორია  მთავარი გმირების ურთიერთდამოკიდებულება, რა გზებით ცდილობენ ისინი ერთმანეთის გადარჩენას?
  • 90-იანების ეპოქის  უკეთ გადმოსაცემად  რა გზებს მიმართავს რეჟისორი?როგორ აღწერს საზოგადოებას, ოჯახებს, ინდივიდებს, რამდენად ობიექტურია რეალობის ასახვისას?
  • ნათია იძლებულია ცოლად გაყვეს იმ ადამიანს ვინც არ უყვარს. ქორწილში ყველა “ბედნიერია”  ეკას გარდა. რატომ აპროტესტებს ის მეგობრის გათხოვებას?
  • რატომ ჰქვია ფილმს “გრძელი ნათელი დღეები” ?

დაწერე რეცენზია ფილმზე-გრძელი ნათელი დღეები

რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ ეპოქალურ კონტექსტებზე, რა სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების ფონზე ვითარდება ფილმში მოქმედება. რა ფორმით  „უჯანყდებიან” ნათია და ეკა მოძველებულ, პატრიარქალურ ნორმებს? ფილმის ფინალში, რეჟისორი კითხვის ნიშანს გვიტოვებს, როგორია ამ ყოველივეს თქვენეული ინტერპრეტაცია.

რეკომენდაცია

თუ თქვენ გაინტერესებთ ფილმები, სადაც სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების  ფონზე ვითარდება ახალგარზდა ადამიანების ცხოვრება , მაშინ გირჩევთ ნახოთ “4 თვე, 3 კვირა , 2 დღე” , ამას გარდა, კარგი იქნება თუ ნახავთ  ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის ახალ ფილმს “ჩემი ბედნიერი ოჯახი”