გაღმა ნაპირი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – 15

 

წარდგენა:

 

გიორგი ოვაშვილის ფილმი “გაღმა ნაპირი” პატარა ბიჭის თედოს ისტორიას გვიყვება. ის აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან არის, რომელიც წარმოუდგენელ სიდუხჭირეში ცხოვრობს. თედო ქუჩაში მათხოვრობს, რადგან მასზე არავინ ზურნავს, არც დედა, არც სახელწიფო და არც საზოგადოება. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსთვისაც უცხო აღმოჩნდა. თედო სახლში დაბრუნებასა და მამის მოძებნას გადაწყვეტს. ამისთვის მას სახიფათო გზის გავლა მოუწევს, სადაც მას მრავალი განსაცდელი ელოდება. თუმცა, ამავე გზაზე მას მრავალი დამხმარეც გამოუჩნდება, მათ შორის აფხაზები, რომლებიც თედოში არა “ქართველს” არამედ ადამიანს, ბავშვს დაინახავენ.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

 

“გაღმა ნაპირში” მთავარი როლის შემსრულებელი  თედო ბექაური არაპროფესიონალი მსახიობია. რეჟისორმა ის 9 წლის ასაკში შემთხვევით აღმოაჩინა. გიორგი ოვაშვილის მომდევნო ფილმშიც “სიმინდის კუნძულში” მთავარ როლს ასევე არაპროფესიონალი მსახიობი ასრულებს.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • თედოს მოგზაურობა ეს არის სითამამე, ცნობისმოყვარეობა, იძულებითი ნაბიჯი თუ სამართლიანობის ძიების პროცესი?
  • რა განსხვავებაა, თუ საერთოდ ხედავთ თედოს მიმართ ქართველებისა და აფხაზების დამოკიდებულებაში?
  • რა მთავარ კითხვებს სვამს ფილმი კონფლიქტებისა და ომების შესახებ?
  • ფილმის ფინალი არ გვაძვლევს ინფორმაციას თუ როგორ დასრულდა თედოს მოგზაურობის ისტორია. როგორ თვლით, რაზე მეტყველებს ეს?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “გაღმა ნაპირი”

 

“გაღმა ნაპირი” მრავალ სოციალურად მწვავე საკითხს ეხება. წერისას, სასურველია იმსჯელოთ ბავშვთა უფლებებისა და ქუჩაში მუშაობის პრაქტიკაზე, ასევე ამ თემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ფილმი ეძღვნება აფხაზეთის კონფლიქტს, ამიტომ სასურველი გაეცნოთ ქართულ-აფხაზურ-რუსული ომის ისტორიასა და ისაუბროთ იძულებით ადგილნაცვალთა ბედზე, მას შემდეგ რაც მათ საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ. აღნიშნეთ თედოს მოტივაცია, თუ რატომ მიდის ის მამის საძებნელად და რას პოულობს საზღვრის მიღმა, რომელიც ყოფს ადამიანებს და არა გეოგრაფიულ ტერიტორიებს.

რეკომენდაცია:

თუ მოგეწონათ თედოს მოგზაურობის ისტორია უკეთესი სამყაროს ძიებაში, მაშინ შეგიძიათ ნახოთ: პეიზაჟი ნისლშიდაცემა და ფავნის ლაბირინთი. თუ თქვენ გაინტერესებთ ბავშვებისა და ომის თემა, შეგიძლიათ ნახოთ: ივანეს ბავშვობა და მზის იმპერია.